ცოტა არ იყოს და საინტერესო ისტორიაა ყურადღებას იმსხურებს ნამდვილად...
მეორე სიძე მოუკლავს გუშინ ამ ბერიკაცს და თან ვერც გაამტყუნებ მაინცდამაინც
http://www.kvirispalitra.ge/justice/22515-...idze-mokla.htmlმკვლელობა დედაენის ბაღში - სიმამრმა ქალიშვილის ცემისთვის უკვე მეორე სიძე მოკლა
05-08-2014
"ჯიბიდან იარაღი ამოიღო, მეორეს თავზე დაადგა და გაღებულ პირში და თვალში ესროლა"
"რამდენჯერაც დათვრებოდა, იმდენჯერ ცოლი უნდა ეცემა. მერე ეს სიმამრი რომ გამოვიდა ციხიდან, უთხრა, - ამას რატომ სჩადიხარო! და ისიც სცემა."
ოჯახური ტრაგედია ამჟამად სანაპიროზე, დედაენის პარკში განვითარდა, პარკში მდებარე კაფეში. აღნიშნული კაფე ძირითადად მაკლერებს ემსახურება. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ამიტომაც კაფეში ორი მამაკაცის შემოსვლა არ გაჰკვირვებიათ. მათგან ერთი დაახლოებით 50 წლის იყო, მეორე კი, - 70-ის.
დ.ლ., თვითმხილველი:
- რატომღაც უფროსის ფეხსაცმელებს მივაქციე ყურადღება, - ასეთებს დაახლოებით, 30 წლის წინ ატარებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისეთ ადამიანს ვუყურებდი, რომელიც წლების მანძილზე იზოლირებული იყო ცხოვრებიდან. თურმე სწორად მივმხვდარვარ - ნასამართლები ყოფილა. მეორე ასე, 50 წლის კაცი იყო, უსიამოვნო სახე ჰქონდა. კაფეში დასხდნენ, ლაპარაკი დაიწყეს. უფროსმა ოფიციანტს დაუძახა, ნაყინი და ლიმონათი მოატანინა. მერე მეც მაკლერი ვარ, ავდექი, ხიდთან ავედი და კლიენტებს ველაპარაკებოდი. კაფე ხიდის ქვემოთ, კუთხეში დგას, ჩემი ასვლიდან რამდენიმე წუთში იქედან საშინელი გინება და ჩხუბის ხმა მომესმა. გადავიხედე ზემოდან და რას ვხედავ, - ამ ორი კაციდან უმცროსი წამომდგარა და უფროსს საშინელი სიტყვებით აგინებს და მუშტებს უქნევს, მოგკლავო. გასაშველებლად გავიქეცი, მაგრამ რომ მივედი, ხალხს უკვე გაშველებული ჰყავდა მოჩხუბრები. უფროსმა, ბოდიშს ვიხდიო, ყველა იქ მყოფს ბოდიში მოგვიხადა, ფული ამოიღო და ოფიციანტს დანახარჯი გადაუხადა. მერე ხმისამოუღებლად მოშორდა იმ ადგილს. ჩვენ რა ვიცოდით, რომ იარაღის მოსატანად მიდიოდა... რომ დაბრუნდა, მერე მოხდა ეს საშინელი უბედურება, - ჯიბიდან იარაღი ამოიღო, მეორეს თავზე დაადგა და პირდაპირ გაღებულ პირში და თვალში ესროლა. ამ დროს ის ჯერ კიდევ იგინებოდა, მაგრამ წამსვე გადავარდა და სული დალია, - პირიდან და თვალიდან სისხლი მოსდიოდა.
ნ. მ., თვითმხილველი:
- საშინელება იყო. მკვლელი არ გაქცეულა, სანამ პოლიცია არ მოვიდა. ამასობაში ხალხი შეიკრიბა. არც ერთმა არ ვიცოდით, რატომ მოხდა ეს მკვლელობა, მაგრამ მოსული ხალხიდან ერთმა მკვდარი რომ დაინახა, იყვირა, - ჩემი მეზობელიაო. ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა. თურმე მისი დისთვის დაურეკავს... რომ ვკითხეთ, რატომ მოხდა ეს უბედურება, ვინ არიან ესენიო და გვითხრა, - სამეზობლოში ყველამ იცოდა, რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა, - მოკლული სიძეა და მკვლელი სიმამრი; საცოდავ მკვდარს ცოლ-შვილიც გამწარებული ჰყავდა. რამდენჯერაც დათვრებოდა, იმდენჯერ ცოლი უნდა ეცემაო. მერე ეს სიმამრი რომ გამოვიდა ციხიდან, უთხრა, - რას შვრები, ამას რატომ სჩადიხარო! და ისიც სცემა. სამჯერ გალახა ასე.
- მკვლელი ნასამართლევი რატომ იყო?
- პირველი სიძეც მოუკლავს. ისიც სცემდა თურმე ცოლ-შვილს. როცა ციხიდან გამოვიდა, მეორე ქალიშვილი ისე ნაცემი დახვდა, სიძეს ეჩხუბა, მაგრამ იმან სცემა, მოერია, უფრო ახალგაზრდა იყო და იმიტომ.
- რას ამბობთ?!
- კი, ასე იყო. სანამ მოკლულს პროზექტურაში წაასვენებდნენ, მისი და და ძმაც მოვიდა - არც იმათ გაკვირვებიათ, რომ ძმა სიმამრმა მოუკლა.
- ანუ ეს წინასწარგანზრახული მკვლელობა იყო?
- არ მგონია, რომ სიმამრს თავიდან სიძის მოკვლა ჰქონოდა გადაწყვეტილი, კაფეში რატომ შეიყვანდა და საჯაროდ რატომ მოკლავდა? ისედაც, ერთხელ კიდევ 70 წლის კაცისთვის ციხეში შებრუნება, ხომ ნიშნავს, რომ იქ დალიოს სული! მე მგონი, უფრო მოსალაპარაკებლად მოიყვანა, ეგებ ჭკუა ისწავლოსო. მაგრამ ნახა, სიძემ ბოდიშის მაგივრად გინების კორიანტელი დაუყენა, ესროლა. ოღონდაც შვილი არავინ გაუმწაროს და გაუტანჯოს, ალბათ ყველა მამას ურჩევნია, ციხეში მოკვდეს. სულ ეგ არის ამ ამბის თავი და ბოლო...
Never argue with an idiot, they drag you down to their level and beat you with experience
იყიდეთ ქართული!
FORZA GEORGIA!
ფაქ რაშა!