ცოტა რამ
"ანაციკლის" სკულპტურაზე და მის ავტორზე
"ოჰ, ეს ეგო"August 6, 2014 at 3:39pm
დავით ნარმანია> "ასეთი უსახური და გაურკვეველი წარმოშობის და წარმომავლობის ძეგლების ადგილი არ არის იქ, სადაც დგანან. სხვაგან შეიძლება ის რაღაცის სიმბოლოდ დავდგათ. მე პირადად 9-წლიანი მმართველობის სიმბოლოდ ობიექტს გადავიტანდი სხვა ტერიტორიაზე, თუნდაც დედაქალაქის შემოგარენში, რომ დამთვალიერებელს, ტურისტს ჰქონდეს საშუალება, ნახოს, როგორი მიდგომები იყო საერთოდ ძეგლებთან, არქიტექტურასთან და განვითარებასთან დაკავშირებით 9 წლის მანძილზე და პატარა ისტორიასაც დავაწერდი ქვემოთ"
- პირველ რიგში, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის რასაც ჩვენ აქ ვხედავთ "ძეგლი" არ არის. ყველა სკულპტურას ან ინსტალაციას ძეგლს ვერ დავარქმევთ. (რას იტყვით, ხელოვნებaთმცოდნეებო?)
- ის არ არის გაურკვეველი წარმოშობის. მისი ავტორი ცნობილი ფრანგი ხელოვანია, სახელად ჟან დიუპუი. JEAN DUPUY. ის ცნობილია თავისი ინსტალაციებით, სკულპტურებით, კონცეპტუალური ხელოვნებით, მხატვრობით და სხვა. მისი ნამუშევრები ინახება ისეთ მუზეუმებში, როგორიცაა ნიცის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და პარიზის პომპიდუს ცენტრი. მისი ნამუშევრები იფინება ისეთ მუზეუმებში, როგორიცაა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ბრუკლინის მუზეუმი და სხვა.....
- ის ნამდვილად არის "რაღაცის" სიმბოლო, მაგრამ ნამდვილად არ არის არავისი 9 წლიანი მმართველობის სიმბოლო.
- დედაქალაქის შემოგარენი არ არის ნაგავსაყრელი, სადაც თბილისის მერის აზრით უვარგისი ხელოვნების ნიმუშები უნდა გადაიყაროს. თუკი ასეთი ნაგავსაყრელის მოწყობას აპირებს ქალაქი, ვურჩევ დაიწყოს რომელიმე ქართველი მონუმენტალისტის ძეგლებით, რომლებიც უკვე ბომბებივით გვეყრება თავზე მოსკოვიდან.
- ტურისტი, რომელიც ამ ობიექტს ნახავს, ვერაფერს ვერ იფიქრებს იმის გარდა, რომ თბილისს აქვს საერთაშორისოდ ცნობილი თანამედროვე ფრანგი მხატვრის ობიექტი და გაიხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ იგივე მხატვრის სხვა ობიექტი არა მარტო ბათუმში, არამედ პარიზში, ტიუილრის ბაღშიც აქვს ნანახი
- ეს ობიექტი მხოლოდ იმდენად ასახავს წინა მთავრობის მიდგომას "საერთოდ ძეგლებთან, არქიტექტურასთან და განვითარებასთან დაკავშირებით", რამდენადაც მის დასაყენებლად ადგილის მოძებნის დროს არ იყო მოწყობილი არავითარი საჯარო განხილვა. ეს რომ გაეკეთებინათ, ნამდვილად უფრო კარგ, უფრო საკადრის ადგილს მოუძებნიდნენ, ვიდრე ეს მართლა უსახური მოაჯირი ყოფილ სასტმრო ივერიასთან.
- პატარა ისტორია ძალიან აინტერესო წასაკითხი იქნებოდა!
მანამდე კი "ანაციკლის" ავტორის "ანაციკლისტის" ორი პატარა წინადადება///////
გესმით ექო?
ნ.ჩ.
https://www.facebook.com/notes/%E1%83%97%E1...908840472466530