მაინც ძვირია
"საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩუქარი, აკრძალულ საჩუქრად ითვლება. "
თოქმაჯაშვილი თავს იკლავს ღარიბაშვილი თვეში 4250 ლარს იღებს ხელფასსო, არც პრემია და არც სახელფასო დანამატიო. გამოდის 4250*12= 51 000 ლარი .
კანონით ღარიბაშვილს არ აქვს უფლება (კანონი ირღვევა) მიიღოს ერთჯერადად საჩუქარი, რომელიც წლიური შემოსავლის 5 %-ს აღემატება.
ნუ ქვეყანაში არ გვყავს ცხენის შეფასების კრიტერიუმები . ცხენები მოლაპარაკების საფუძველზე იყიდება და ეს თუ გადაარჩენს ღარიბაშვილს.
თორემ:
მუხლი 340. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება
1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან სამას საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...ocView&id=16426