#41863225 · 6 Aug 2014, 12:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კრიტიკა და ოპოზიციის მხარდაჭერა შენ ეხლა ნახე.
ჩემი აზრით მიშასთვის ბრალის წაყენება ამერიკამ შეიძლება აღიქვას, როგორც მის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. საერთოდ არაა საუბარი მიშა არის თუ არა დამნაშავე, უბრალოდ ფაქტია, რომ ამერიკელები არ დაუშვებენ, რომ "მათი კაცი" ციხეში მოხვდეს. ძალიან ცუდი პრეცენდენტი იქნება შტატებისთვის და ცუდი მესიჯი ყველა პრო-ამერიკელი ლიდერისთვის. ამიტომ ყველამ იცის, რომ ამერიკა თავის "სუკინ სინს" არავის მისცემს ციხეში ჩასაჯდომად, თუნდაც ქვეყანა დააქციოს. ხოდა მასზე დევნის დაწყება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მიშას ციხეში ჩასასმელად და ამით საქართველოს მოსახლეობის დაკვეთის შესასრულებლად, მაგრამ ამერიკოსები არ აძლევენ ამის უფლებას. ანუ ნელ-ნელა იქმნება ანტი-ამერიკული საზოგადოებრივი აზრი. ჩემი აზრით ამერიკელები ამას დაუპირისპირებენ არასამთავრობოების გააქტიურებას საქართველოში, წამოვა ფინანსები და პიარ-მენეჯერები, რომლებიც იმუშავებენ მთავრობის საწინააღმდეგოდ. შეეცდებიან მთავრობის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. არასამთავრობოების გარდა დააფინანსებენ ოპოზიციონერ ჟურნალისტებს, მოკლედ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება მთავრობა. ცალკე თემაა საგარეო ურთიერთობები და ანტისამთავრობო სტატიები წამყვან გამოცემებში. (რაც უკვე დაწყებულია) მოკლედ ვფიქრობ ღარიბაშვილმა სწორად გათვალა რას უნდა ელოდოს უახლოეს მომავალში და პრევენციული განცხადება გააკეთა, თუმცა მგონია, რომ ეს სიტუაციას ვერ განმუხტავს. თუ ეს ყველაფერი სიმართლეა მაშინ კიდევ ერთი დეტალია საინტერესო, ვისზე იმუშავებენ ამერიკელები, აქ მათ სამი ვარიანტი აქვთ: 1. ნაცებზე (ჩემი აზრით წამგებიანი თამაშია, რადგან ნაცების რეიტინგი 30-35 % შეიძლება გაიზარდოს კარგი მუშაობით და ვერცერთ ვარიანტში ვერ დააგროვებენ 50+1%-ს 2. ნაცების რებრენდინგზე (შესაძლებელია, თუ მოერევიან ძველ გვარდიას ნაცების შემადგენლობაში და იქნება შიდა-პარტიული მზაობა რადიკალური ცვლილებებისთვის) 3. შექმნიან ახალ ლიბერალურ ფრთას. (აქ შანსი ეძლევათ ალასანია, რესპებს და ნაცების მცირე ნაწილს).
--------------------
а разве это нормально?
|