ეგ უკვე ყველა ჩვენთაგანის გადასაწყვეტია.
მე პირადად თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ, რადგან სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ
და მინდა რაც შეიძლება ბევრმა მოახერხოს ეს
შენზეა დამოკიდებული მთლიანად
თუკი ფიქრობ, რომ შენს თავისუფლებას რაიმე ემუქრება, მოუყევი ძმაკაცებს ეს
ისინი სხვებს გადასცემენ შენს მონაყოლს
შეიძლება დაგიჯერონ და შეიძლება დაგცინონ
არის მესამე ვარიანტიც: შენ, პირი ქვისკენ მიქნია და, შეიძლება დაგიჭირონ.
და თუ შენ თავისუფალი და ალალი ხარ შენს თავთან, ამასაც იოლად გადაიტან
იქნები უფრო თავისუფალი ციხეში, ვიდრე მიშა სააკაშვილი გარეთ
მოკლედ იმას გეუბნები, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი თავისუფლება გვაქვს და როდესაც ვამბობთ "ეს თავისუფალი ქვეყანაა"! ვგულისხმობთ, რომ ამის უგულებელმყოფელს თავსაც წავაცლით თუ რამეა და არა იმას, რომ მთავრობა უნაკლოა.