მოკლედ მეგობრებო მოგახსენებთ როგორ განვითარდა და დასრულდა ჩვენი ურთიერთობა დეშელთან:
მას შემდეგ რაც გვითხრეს რომ გაგვიუქმებდნენ ხელშეკრულება, თუმცა 340 ლარს დაიტოვებნენ როგორ ჯარიმას, რომელიც ქონდათ ბანკისთვის გადასახდელი,
მივმართეთ ისევ ლიბერთი ბანკს, რათა გაგვერკვია რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს არსებული სიტუაცია.
ბანკში გვითხრეს რომ ამ კომპანიას არაფერი არ ექნებოდა ბანკის მიმართ გადასახდელი და შესაბამისად სრულად უნდა მოეხდინათ თანხის ანაზღაურება.
ასევე გვითხრეს რომ დაუკავშირდებოდნენ დეშელს, იმათთან გაარკვევდნენ ყველაფერს და დეშელი დაგვიკავშირდებოდა ჩვენ ხელშეკრულების გასაუქმებლად.
დღეს ისევ მივმართეთ ბანკს რომ გაგვერკვია მათსა და დეშელს შორის კომუნიკაციის შედეგი, თუმცა სანამ ბანკის პასუხს მივიღებდით კიდევ ერთხელ დავუკავშირდით
დეშელის თანამშრომელს, რომელმაც გვითხრა რომ ბანკის თანამშრომელი ესაუბრნა მათ ბუღალტერს და სამწუხაროდ აუცილებლად იყო 340 ლარი გადასახდელი ჩვენი მხრიდან ჯარიმის სახით, რასაც თავის მხრივ დეშელი გადაუხდიდა ბანკს.
ამის შემდეგ ვესაუბრეთ უშუალოდ იმ პიროვნებას ვინც ესაუბრა დეშელის ბუღალტერს, კიდევ ერთხელ ვუთხარით რომ იგივეს ითხოვდენენ ჩვენგან და მიზეზად ისევ ბანკის ჯარიმას ასახელებდნენ.
ბანკის თანამშრომელი ისევ დაუკავშირდა დეშელს, შემდეგ დეშელიდან დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ბანკმა თავის თავზე აიღო

ამ დავალიანების დაფარვა და ხელშეკრულებას გაგვიუქმებდნენ სრულად, ყველანაირი ჯარიმის გადახდის გარეშე.
მივედით, მივიტანეთ ნივთები უკან (კერძოდ 2 ცალი საპონი) და გავაფორმეთ შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტაზე.
დიდი მადლობა ყველას ვინც დაგვეხმარეთ და დაინტერესებული იყავით ჩვენი პრობლემის მოგვარებით!
arqimagLOLZუძინარიGioNagebagginsleo_chelo