* * *
ამ წერილების პინგპონგმა ის დრო გამახსენა როცა მიშა ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და ოცნება კი მთავრობაში.
ზუსტად მაშინ ხდებოდა ასეთი წერილებით ურთიერთობა. შსს ამბობდა რომ პრეზიდენტი არ იყო სწორი და პირიქით.
ანუ რა უნდა ვივარაუდოთ? რატომ გავს ეს სიტუაციები ერთმანეთს?
ამ ლოგიკური არგუმენტის გარდა არსებობს უკვე მრავალი ფაქტი რაც სწორედ დაპირისპირებაზე მიუთითებს
ესენია:
1. მოქალაქე ივანიშვილის მიერ განხორციელებული ზეწოლა პრეზიდენტზე ვეტოს არდადებაზე
2. მოქალაქე ივანიშვილის ზეწოლა პრეზიდენტის არშესვლაზე მის სასახლეში
3. მოქალაქე ივანიშვილის არაკორექტული ჭორაობა და უკმაყოფილების (იმედგაცრუების) გასაჯაროება
4. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კიდევ უფრო შეუზღუდეს უფლებები
5. მოთხოვნა საფრანგეთის დელეგაციისათვის არ შეხვედროდნენ პრეზიდენტს. ეს კუდავამ გაასაჯაროვა და არანაირი უარყოფა საგარეოს მხრიდან
6. ფორმალური პრემიერის ღარიბაშვილის არმისვლა ოლანდთან ვახშამზე
7. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლების არმიცემა კონსტიტუციის უგულვებელყოფით
8. უშიშროების საბჭოზე დემონსტრაციულად არმისვლა და გამაიმუნება. ჯერ თანხმობა და მერე იდი ნა ხუი
9. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები საგარეო საკითხებზე, თითქოს ერთმანეთის ჯინაზე გაკეთებული
10. ბოლო "გაუგებრობა" (რბილად რომ ვთქვათ) პროკურატურას, შსს-ს და პრეზიდენტს შორის.
ეს ცოტა არაა. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც პრეზიდენტი საჯაროდ და გახსნილად დაიწყებს მთავრობის და ივანიშვილის პოლიტიკური კურსის კრიტიკას.
მას აქვს შანსი ინტელექტუალური, არარუსეთუმე, პროგრესზე ორიენტირებული ელექტორატის მიმხრობის და ქვეყნის გადარჩენის ამ რევანშისტი ხალოპებისაგან.
ისტორია დაფნის გვირგვინს გიმზადებს მარგველ. ფხა გამოღე.
This post has been edited by The Good on 11 Aug 2014, 12:18
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.