აჰა ცოტა ინფორმაცია ვინც ჩემსავით არ იცოდით:
პირველ რიგში ამ ვირუსულ დაავადებას ჰქვია: "ყირიმ-კონგოური ჰემორაგიული ციებ-ცხელება"
სიკვდილიანობა ადამიანებში 30%.
ეპიდემია როგორც წესი იწყება მკვდარ ცხოველებთან შეხებით ან უკვე დაავადებულ ადამიანებთან შეხებით.
სიმპტომები:
ტკიპის ნაკბენის შემდეგ 1-3 დღემდე არის ინკუბაციის პერიოდი, (ან 5-6 დღის მერე დაავადებულ სისხლთან და ხორცთან შეხებისას) რის შემდეგადაც ვითარდება ჩვეულებრივი გრიპის მსგავსი სიმპტომები
თუმცა რამოდენიმე დღეში ჰემორაგიის ნიშნები ჩნდება: პირველი ხასიათის არასტაბილურობა, მღელვარება, მენტალური დაბნევა, ყელის გაღიზიანება
შემდეგ კი: სისხლდენა ცხვირიდან, სისხლნარევი შარდი, გულისრევა, შავი განავალი.
ღიზიანდება და სივდება ღვიძლი, ასევე შესაძლოა გაითიშოს თირკმელი და ამას მოყვეს შოკი.
პაციენტები როგორც წესი დაავადებიდან 10 დღეში ჯანმრთელდებიან, თუმცა 30% დაავადებულისა კვდება ავადმყოფობის მეორე კვირას.
გენოტიპი 7 სახის არსებობს, ჩვენთან ახლოსაა "ევროპა 1" (ალბანეთი, ბულგარეთი, კოსოვო, რუსეთი და თურქეთი) და "ევროპა 2" (საბერძნეთი) დანარჩენი გვხვდება აფრიკაში და აზიაში.
ევოლუცია
ვირუსი დაახლოებით 3100-3500 წლის წინად ევოლვირდა.
ვექტორები
ვირუსის გადამტანი აღმოჩენილია 31 სახის ტკიპაში, თუმცა ეპიდებია ვრცელდება მაშინ, როდესაც ხალხის ჯგუფი დაკლავს/შეეხება/მიირთმევს ვირუსის მატარებელი ცხოველის ხორცს.
კონკრეტულად მცოხვნელების ხორცს. (აფრიკაში - სირაქლემას ხორცს)
ვირუსი ვრცელდება ასევე საავდმყოფოებში თუ ავადმყოფს შეეხება მედპერსონალი შესაბამისი დაცვის გარეშე.
თავდაცვა
ეპიდემიისგან თავდასაცავად, საქონელს ხშირად უდნა ჩაუტარდეს ტკიპებზე გასინჯვა და აღმოჩენის შემთხვევაში მოშორდეს მხოლოდ შესაბამისი წესით
აშშ-ს სამხედრო ძალები ავღანეთში და ერაყში ინახავს პრეპარატ რიბავირინის სპეციალურ მარაგს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვას ჯარისკაცები ეპიდემიისგან.
ვაქცინაცია არ ხდება, მხოლოდ ბულგარეთში იმუნოგლობულინი და ასევე თურქეთში 2011 წელს შემუშავდა ვაქცინა, რომელმაც უკვე გაიარა კლინიკური ტესტები და ახლა FDA -დან ელოდება საბოლოო დასკვნას.
თუმცა ზოგადად რიბავირინით მკურნალობა უფრო ეფექტურ საშუალებად განიხილება.
მიუხედავად ამისა თურქეთის კლინიკებმა შეიმუშავეს ახალი წამალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურია ამ დაავადების წინააღგმდეგ კერძოდ Gülhane Military Medical Academy - ის პროფესორებმა მაღალი სიკვდილის რისკის მქონე ჯგუფში, სადაც 90% სიკვდილის ალბათობა იყო 26 ადამიანიდან მხოლოდ 2 დაიღუპა ამ ახალი წამლის დახმარებით.
http://www.zaman.com.tr/gundem_kirim-kongo...ti_1192228.html