არავინ არ არის მესია. მესია ერთი იყო იესო და ისიც აწამეს და ჯვარს აცვეს

მესიად ერთხელ სააკაშვილი შერაცხეს და ხალხი გიჟდებოდა მაგაზე და მერე რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ასევე შერაცხა ხალხმა მესიად ბიძინა და მაგაზე გიჟდებიან, რაც ასევე არასწორია (მითუმეტეს არაფერი განსაკუთრებული მას არ შეუქმნია). და ახლანდელი მთავრობა კიდევ ბიძინას აღმერთებს და ყოველ მეორე სიტყვაზე ახსენებენ რომ "ბატონი ბიძინას დამსახურებაა ყველაფერი და ის რომ არ ყოფილიყო..." და ა.შ.
მე არც ნაცებისკენ ვარ და არც ქოცებისკენ. მე პირველ რიგში ქართველი ვარ და საქართველოზე შემტკივა გული. ჩემთვის კარგი ის იქნება, ვინც ქვეყანას წაადგება და საქმეს გააკეთებს. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ რომ ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის - ხალხს და არა მთავრობას. მთავრობა ჩვენს მიერ არჩეული და დანიშნული ხალხია და ჩვენ ვართ მათი უფროსები და ხელმძღვანელები და არა ისინი ჩვენი!
არც ნაცებს უნდა ვაპრავებდეთ და არც ქოცებს. ესაა ჩემი კომენტარი