ადრე ვთქვი, რომ პოლიტიკაში აღარ დავწერ მეთქი, მაგრამ ამ თემაზე თავი ვერ შევიკავე, მომიტევეთ : ))
საერთოდ არაა ერთმნიშვნელოვანი რომ ის ფული იფლანგებოდა,
ნუ ბევრი მომენტია იმ ჩამონათვალში, რომელიც როგორც გულაობა და პირადი საჭიროებებისათვის გაწეული ხარჯი შევაფასოთ, მაგრამ რაც საკამათოა იმაზე ვისაუბროთ.
ჯერ ის ვთქვათ, რამდენია პრეზიდენტის ხელფასი.
http://www.kvirispalitra.ge/politic/19809-...s-qveyanas.html ზუსტად სად უნდა მომეძებნა არ ვიცოდი, მაგრამ ამ სტატიიდან ჩანს რომ მიშას ხელფასი 4720 ლარი იყო. წესით ეს რიცხვი საერთოდ არაფერში არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ მიხვდებით რატომაც არის მოყვანილი ეს რიცხვი.
1. სტილისტი და მასაჯისტი – მე მგონია, რომ პრეზიდენტი (თან იმ კონსტიტუციის პირობებში) კარგად უნდა გამოიყურებოდეს, საერთოდ სტილისტის მომსახურება ყოველდღიურად სჭრიდება. თან ისეთი აქტიური პრეზიდენტი, როგორიც მიშა იყო. ზედმეტი პოლიტიკური პათოსის გარეშე, ეს ხომ საკამათო არაა, რომ მიშა გინესის რეკორდებში მოხვდებოდა მასზე ტელევიზიით გასული ახალ–ახალი სიუჟეტებით. ჩემი აზრით, პრეზიდენტს სტილისტი სჭირდება იმიტომ, რომ პრეზიდენტია, და ეს მომსახურება სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, ამიტომ სავასებით ლოგიკურია, რომ სტილისტის ხარჯს სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა ფარავდეს. შვებულებაში და უქმე დღეებში, ესეთის არსებობის პირობებში, სტილისტზე დახარჯული თანხა კი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ გაფლანგვად.
აქვე შევეხები თემას, რომ არის თუ არა აუცილებელი უცხოელი სტილის მოწვევა პრეზიდენტისთვის. ნუ არგუმენტები ორივე მიმართულებით არსებობს, ბევრის აზრით, ალბათ არ არის, იმ არგუმენტით, რომ "დაილია საქართველოში ნორმალური სტილისტები?", და ბევრის აზრით, ალბათ არის, იმ არგუმენტით, რომ "სტილისტი ბევრ ინფორმაციას პოულობს და ვინაიდან ჭორიკანა ხალხია, უკეთესია ისეთი ჩამოიყვანო, რომელსაც საქართველოს ე.წ. ბომონდთან შეხება არ აქვს."
მე დანაშაულად არ მიმაჩნია, რომ კოსმეტიკურ ოპერაციაზეც, რომ იხარჯება თანხა პრეზიდენტზე, ოღონდ აი უცხოელი მასაჟისტი მემგონი ძალიან ზედმეტია და გაფლანგვაა, როგორ შეიძლებოდა, რომ საქართველოში იმავე კალიბრის მასაჯისტი არ მოძებნილიყო და რა ინფორმაცია უნდა წაეღო მასაჟისტს მე ვერ ვხვდები. ეს ნაწილი ცალსახად გაფლანგვაა.
2. დავენება შვებულება – ალბათ გაწეული ხარჯები, რომელიც ბრალდებაშია, ეხება შვებულების პერიოდში გაწეულ ხარჯებს, წინაღმდეგ შემთხვევაში თუ ხარჯები ოფიციალური ვიზიტისას არის დახარჯული აბსულიტურად გაუგებარია, რატომ არის მოხვედრილი სასტუმროს ხარჯები მასში, საკამათოა ის, რომ ოფიციალური ვიზიტისას ან გადაადგილებისას პრეზიდენტს სასტუმრო და ტრანსპორტი რომ დაჭირდება? კანონი ალბათ ზუსტად განსაზღვრავს, წელიწადში რა რაოდენობის დრო შეიძლება პრეზიდენტმა გაატაროს შვებულებაში. თუ გაწეული ხარჯებით მტკიცდება, რომ ეს დრო იმაზე მეტია ვიდრე კანონითაა დასაშვები ჩემი აზრით ეს კანონდარღვევაა და გაფლანდგვა.
ახლა შევეხოთ საკითხს, ვინ უნდა იხდიდეს პრეზიდენტის შვებულებაში გატარებული დროის საფასურს. ვინც იტყვით, რომ თვითონ პრეზიდენტი, ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ 4720 ლარით დაისვენო, თან წაიყვანო დაცვა, შეუძლებელია. ნუ თუ არ ვდემაგოგობთ და არ ვიძახით, რომ "დაისვენოს ბათუმში და 20 ლარიანი კოიკა იქირაოს". მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უნდა ისვენებდეს VIP- სერვისის პირობებში, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ მისი საერთაშორისო იმიჯი არ შეილახოს. ანუ მაღალი კლასის სასტუმროში და მაღალი რანგის კურორტზე. იმ ლოგიკით, რომ თუ ოფიციალური ვიზიტისას ვამართლებთ, რომ ჩვეულებრივ სასტუმროში არ უნდა წავიდეს და მაღალი რანგის სასტუმრო უნდა დაიქირაოს. ამიტომ შვებულებაში უშუალოდ პრეზიდენტსა და მის ოჯახის დასვენებაზე დახარჯული თანხის ბიუჯეტიდან ხარჯვა მე სრულიად გამართლებულად მიმაჩნია.
რაც საკამათო არაა და დიდის ალბათობით დარღვევაა, ეს პრეზიდენტის გარემოცვის ხალხის დასვენების საფასურის ბიუჯეტიდან ხარჯვაა. გიგი უგულავას, წიკლაურის თუ რატიანის, პირადი ხარჯები, ბიუჯეტიდან შეიძლება რომ ფინანსდებოდეს იმავე ლოგიკით, ოღონდ არა სახელმწიფო დაცვის ბიუჯეტის ხარჯებიდან, არამედ იმ უწყებების ხარჯიდან, რომელსაც ეს ხალხი წარმოადგენს, ამიტომ ეს ნაწილი შეიძლება როგორც გაფლავნგვა ისე აღვიქვამთ.
რაც საკმათო არა და ფაქტია, რომ გაფლანგვაა, ესაა მარიამ საჯაიას, ალანა გაგლოევასა და ვერა ქობალიას მშობლების ხარჯები, ნუ ეს ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩაჯდება.
ასევე ფუფუნებად შეიძლება შეფასდეს და არამიზნობრივად, ვერტმფრები, იახტა და ველოსიპედებში ამდენი ხარჯი, თუმცა რა ობიექტური მიზეზით დაჭირდათ იმ ხაჯის გაღება ეგ კიდევ გასარკვევია. ამიტომ საკამათო და არაერთმნიშვნელოვანია,
3. ტანსაცმელი და აქსესუარები - აქ 100%-ით დარწმუნებული ვარ, 4720 ლარით, პრეზიდენტის შესაფერის ტანსაცმელს ვერ იყიდი, თუ იმასაც გავითავალისწინებთ, რომ მუდმივად გიწევს სხვა ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, იქ გაწეული ხარჯები, ნაკლები ჩინის თანამდეობის პირებზე, იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ამ ბრალდებაში მითითებული თანხები. ამასთან, საათიც ვერ ჩაითვლება ფუფუნების საგნად, და რატომ უნდა ატაროს პრეზიდენტმა მაინცდამაინც 1000$ ან ნაკლები ღირებულების საათი მე ვერ ხვდები.
4. სურათების შეძენა - თუ ეს თანხა პირადი საკუთრებისთვის გადაიხადა პრეზიდენტმა, მაშინ დანაშაულია, ანუ თუ ვადის გასვლის მერე სახლში წაიღო, მაგრამ თუ ადმინისტრაციაში დარჩა საერთოდ გაუგებარია, ეს ისეთივე შესყიდვაა, როგორც ავეჯის, რემონტის ან სხვა.
5. მზარეული – მზარეულზე ვფიქრობ, რომ მინიმუმ არახელმომჭირნეობაა, თუ გაფლანგვა არა. თუმცა მომსახურებაა, რომელიც პრეზიდენტს აუცილებლად ჭირდება.
დავთვალე, ის რაც ჩამონათვალშია უეჭველი გაფლანგვაა:
310028 ლარი. ანუ ამაში ვაერთიანებ – საჯაია, ქობალია, გაგლოევა, ბაქრაძე, უგულავა, რატიანი, გაბაშვილის ხარჯებს. + მასაჟისტკა, რამდენია არ ვიცი.
რაც საკამათოა და შესწავლას საიჭიროებს გაფლანგვაა თუ არა, ესაა ტრანსპორტში (იახტა, ლიმუზინი, ვერტმფრენი, ლაინერი), შეფ მზარეულზე და ნახატში გადახდილი თანხებია, ნუ მე ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ სადღაც მილიონზე ცოტა მეტია.
და ისმის კითხვა, სადაა დანარჩენი 8 მილიონი, ანუ აქ განცხადებაში მთლიანი ხარჯი 2 მილიონამდეც არ ადის.
ვიცი იტყვით მიშისტიაო, პრინციპში მკიდია რას იტყვით