კარგით. ჩვენ მოვისმინეთ ყველანაირი ვერსია, ვიფიქრეთ ყველაფერზე, თითქმის ყველა მხარე განვიხილეთ ამ ტრაგედიისა...
ბრალდება ძალიან იოლია, მაგრამ ჯერ უნდა არსებობდეს უტყუარი, ავთენტური მტკიცებულებები, უნდა გაგვაჩნდეს ხელმოსაჭიდი.
ფაქტია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პოლიტიკოსს, ყველა პირს იმ დანაშაულზე, რომელიც შესაძლებელი იყო არ მომხდარიყო,
რომ ყოფილიყო წესრიგი და მშვიდობიანობა დაცული საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის გურჯაანშიც, წინასაარჩევნო პერიოდში.
და რადგან ვერ ავიცილეთ ეს უბედურება, ამ ტრაგედიის შემდეგ მაინც გამოძიებულიყო დროულად საქმე, რაც დღემდე არ მოხერხდა.
თითოეულ მოქალაქეს გვეკისრება პასუხისმგებლობა ჩვენი ინდიფერენტულობისთვის. არავინ ვიცით, შემდეგი ბარბარე ვინ იქნება...
და მაინც... მინდა დაგანახოთ საქმის ის მხარეები, ის ნიუანსები, რომელზედაც ჯერ არ გვისაუბრია...
ეს არის ფაქტები, რომლებსაც ვერ შევცვლით ვერაფრით. ისტორიას ვერ გადავწერთ. რაც ისედაც ნათელია, მტკიცებას არ საჭიროებს...
ფიქრები, ასოციაციები, შემთხვევითობები, ჰიპოთეზებიმე ვერაფერს ვამტკიცებ, რამეთუ არ მაქვს ხელჩასაჭიდი, არ ვიცნობ ამ საქმის არც ერთ ტომს, ჩემი ფიქრები მხოლოდ ჰიპოთეზებია.
თუმცა არის შემთხვევითი გარემოებები, რომელიც ძალიან თვალშისაცემია და შეუძლებელია არ შენიშნო ან უარყო.
შემთხვევითი გარემოებები:
გვარები. ეს არის ხუთი ადამიანი, რომლებიც რაღაც შემთხვევითობით შეუკავშირდა ერთიმეორეს ამ ტრაგედიაში.
1) პავლე რაფალიანცი, ბარბარე რაფალიანცის მამა და მისი გვარი.
Значение и происхождение фамилии Рафаелян
Источник:
https://names.neolove.ru/last_names/16/ra/rafaeljan.html Фамилия Рафаелян ведет свое начало от древнееврейского мужского имени Рафаэль, которое в переводе на русский язык означает «исцеленный Богом».
У каждого народа фамилии образовывались согласно местной национальной традиции. Характерной чертой армянских фамилий являются
суффиксы –ян, –янц, –енц, –унц, –онц, –уни, выражающие принадлежность к определенному клану или родственную связь.
фамилия Рафаелян, как и многие другие армянские фамилии, не подверглась процессу русификации и сохранила свою самобытность.
გვარი სომხურია, თუმცა გვარის ფუძე - რაფაელი ებრაული წარმოშობისაა და ითარგმნება, როგორც განკურნებული, აღდგენილი უფლის მიერ...
2) თათია მექერიშვილი, ბარბარე რაფალიანცის დედა და მისი გვარი.
ეს გვარი ძალიან ხშირად გვხვდება კახეთის რეგიონში ძველ ხელნაწერებში, რომელთაგან ზოგი მეთვრამეტე საუკუნით თარიღდება...
უფრო კონკრეტულად, გვარი მექერიშვილი გვხვდება ბაკურციხეში, გურჯაანში, კოლაგში, სიღნაღში... ერთი სიტყვით, კახეთში.
ძალიან მიჭირს ამ გვარის წარმოშობის ისტორიის დადგენა. თუმცა გვარის ფუძედ მივიჩნიოთ: მე-ქერი-შვილი, ძალიან მარტივია.
აქ სხვა საიდუმლოა. არადა, მექერიშვილი ბავშვის დედაა, ბავშვი მისი სისხლი და ხორცია. სადღაც უნდა იყოს ამოხსნა გაურკვევლობისა.
ჯერაც დაუდასტურებელი ჰიპოთეზით, რომელიც მეცნიერთა შორის დავის საგანია და ვერ ახერხებენ დამტკიცებას, უკავშირდება МОКША-ს.
Мо́кша (санскр. मोक्ष IAST: mokṣa, «освобождение»), или му́кти (санскр. मुक्ति): в индуизме, джайнизме и раннем буддизме - освобождение из круговорота
рождений и смертей (сансары), от всех страданий и ограничений материального существования.
მოკშა (სანსკ. मोक्ष mokṣa ”გათავისუფლება”) — ცნება ინდუიზმსა და ბუდიზმში, ატმანის (სულის) გათავისუფლება ამქვეყნიური ბუნებისაგან
(მაია, პრაკრიტი, სამსარა) და მასზე მიჯაჭვულობისგან, განსხივოსნება.
მოკშა სულის განვითარების ოთხი სტადიიდან ბოლოა - ართას, დჰარმას და კამას შემდეგ. მისი მიღწევისას ატმანი წყვეტს კავშირს დაბადებების
სპირალისებურ წრესთან და უზენაეს სულს - ბრაჰმანს უბრუნდება.
როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=6095გიორგი ღვინიაშვილი
ღვინიაშვილი
ვაზთან და მასთან დაკავშირებული აქსესუარებიდან, სულ ცოტა, 115 გვარია მიღებული. მეცნიერებმა ცალკე გამოყვეს ფუძე ღვი//ღუი.
ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია ღვინაური.
„ვახუშტი აბაშიძემ ღვინაური მამული შესწირა კაცხის მონასტერს“ (1550-1570 წელი).
მანანა ბერიკაშვილი
ბერეკაშვილი
გვარში ფუძეა საკუთარი სახელი ბერი. მისი ზოგადი მნიშვნელობაა – ვაჟი, ძე, ყმა.
ბერისგან წარმოქმნილია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც მრავალ ქართულ გვარ-სახელშია ჩაქსოვილი.
გვარში არსებული გადმოცემის მიხედვით, ბერეკაშვილი და ბერიკაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.
მეხუთე პირი - თვით ბარბარე რაფალიანცი...
***
და კვლავ...
ფიქრები... ასოციაციები... შემთხვევითობები... ჰიპოთეზები... ფიქრები... სიტყვები, რომლებსაც წარმოშობს ასოციაციები...
და ვუვლი კვლავ ქვევრს გარშემო... ქვევრში იყო ოდესღაც ღვინო, მერე წყალი, სტიქია ყოველწლიურად მეორდებოდა რეგიონში...
რატომ ქვევრი? ვის და რატომ მოუვიდა თავში აზრად ბავშვის ქვევრში ჩასმა? რა აზრი ჰქონდა ქვევრის გამოყენებას სამალავად?
გამტაცებელმა თუ მკვლელმა ხომ კარაგდ იცოდა, რომ ბავშვის დაკარგვის შემდეგ იქ უამრავი ადამიანი შეიკრიბებოდა.
100-200-300 და მეტი კაცის თვალწინ ის ბავშვს ქვევრიდან ვეღარ ამოიყვანდა, დიდი ალბათობით. მოძებნიდა სხვა, არა ის, ან ვერავინ.
ანუ, ამის შემდეგ ვეღარც გაიტაცებდა და ვეღარც გადამალავდა. ამიტომ, ბავშვის ქვევრში ჩასმას ვერ ვუძებნი ახსნას ვერაფრით...
ფიქრები... წყალდიდობა, სტიქიური უბედურება, სოფლის დატბორვა მკათათვეში (2012 წლის ივლისის თვეში)... ნოე, წარღვნა...
არარატი... კიდობანი... ჩამოსვლა ბარში, ზღვისპირა ქვეყანაში, ვაზის სამშობლოში - საქართველოში... სიცოცხლის აღწარმოება,
აღდგინება, განშლა, შთამომავლობის გაგრძელება... ნოეს თრობა ღვინით - გამოცდა, რომელიც უფალმა ნოეს შვილებს მოუწყო...
საქართველო - მევენახეობის 8000 წლიანი ისტორია, მეღვინეობა, განსაკუთრებით კახეთის რეგიონი... ღვინო... ქვევრი, ჭურჭელი...
ვენახის, ვაზის, ღვინის ქრისტიანული სიმბოლიკა... ჯვარი ვაზისა... წმინდა ნინო... ჭეშმარიტი რჯული - მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება...
წმიდა საყდარი... სასულიერო პირი... აღსარება, როგორც კურნება. ზიარება - ადამიანის შესაძლებლობის მაქსიმუმი, სამადლობელი უფლისადმი. „ეზიარება მონა ღმრთისა ...
პატიოსანსა და წმიდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“.
ბარძიმი... ღვინო, ზედაშე... ღვინოში ხდება წყლის შერევა... 5 სეფისკვერის კვეთა... მე-5 სეფისკვერი: ლოცვა მიცვალებულთათვის... ევქარისტიის საიდუმლო...
ბავშვი დაბადებულია გიორგობისთვეს, 2011 წლის 23 ნოემბერს, წმიდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ხსენების დღეს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს.
მერე რა რომ საკეისრო კვეთით. რატომღაც დარწმუნებული ვარ, ვაჟი რომ ყოფილიყო, მშობლები აუცილებლად გიორგის დაარქმევდნენ.
წმინდა გიორგი საქართველოს მფარველი წმინდანია. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის
განგმირვა, როგორც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. საქართველოს გერბი... ჰერალდიკა... საქართველოს უფლისმიერი მისია...
გოგონა მოკლულია ენკენისთვეს, ახალიწლის თვის ბოლო დღეს, 2012 წლის 30 სექტემბერს... ენკენისთვეს მოსდევს ოქტომბერი - ღვინობისთვე...
რისი თქმა სურს მკვლელს? სურს კი რაიმეს თქმა საერთოდ? იქნებ კი, იქნებ არა... რას სცოდავს ის? ოკულტიზმი... მკრეხელობა... ქრისტეს რჯულის გმობა...
თითქოს ეს ტრაგედია, როგორც უფლის წინაშე ჩადენილი უმძიმესი ცოდვა ეტაპობრივად იმეორებს ჟამისწირვას, ზიარებას - ოღონდ სისხლიანი მსხვერპლით.
ნუთუ ძალიან შემთხვევით მოხდა ყველაფერი, ნუთუ დანაშაული უბედური შემთხვევაა მხოლოდ?!... მაშ, არსებობს სადმე მიზეზ-შედეგობრიობა და მისი ახსნა?!...

მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოებისა და საქართველოს განუყოფელი მთლიანობა, როგორც სულიერი გზა და ისტორია ჩემი საქართველოსი...
რაღაც გამომრჩა... იქნებ კვლავ ჩიხში შევედი? სად შევცდით მთელი ერი?
This post has been edited by Катеньки on 7 Oct 2021, 05:47
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.