ზედაპირულად გადავავლე თვალი რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა სიას
ნერვებს ვუფრთხილდები-ასე რომ, თუ ვინმე ელოდა ჩემგან კომპეტენტურ ანალიზს-ცოტა მოგვიანებით

ერთი უაზრობა მომხვდა თვალში სიაში წერია სავაჭრო დასახელებები და არა ჯენერიკები-აქტიური ნივთიერება..
არადა გაცილებით მარტივი და კომპეტენტური იქნებოდა არა ალფავიტის,არამედ ჯგუფების მიხედვით დალაგება და და შემდეგ ჯენერიკი-თავისი სავაჭრო ვარიანტებით.
აი მაგალითად ციპროფლოქსაცინი საქართველოს სააფთიაქო ქსელში იყიდება ალბათ 40 მდე სავაჭრო დასახელებით-ჯერ რა გადამამოწმებინებს 40ივე არის თუ არა სიაში-ასე ალფავიტით და მეორეც ყველაა რო?
დიკლოფენაკის პრეპარატებზე და კეტოკონაზოლებზე და ნიმესულიდზე აღარაფერს ვიტყვი...
ახლა მთავარი- დიახ არის ჯგუფები მედიკამენტების რომლებიც ნამდვილად რეცეპტით უნდა გაიცეს,მათ შორის ანტიბიოტიკები..
მაგრამ B კომპლექსმა მაგალითად რა დაგიშავათ?
კეტოროლაკი რომ რეცეპტითაა კეტანოვი ურეცეპტოდ რა ლოგიკითაა?
ნიმესილი რეცეპტით და ნიდოლი უერეცეპტოდ? -ორივე რომ ნიმესულიდია?
და აი ვინმემ რომ ახალი სავაჭრო დასახელებით გამოუშვას ან შემოიტანოს ქვეყანაში მაგალითად კეტოკონაზოლი,ან დიკოლოფენაკი ან ნიმესულიდი. ვიღაც -ვიღაცეებს ხომ არ "დაავიწყდებათ" რეგიტრაციის შემდეგ მათი ამ სიაში ჩასმა?-ჯერნერიკებად არაა დალაგებული და წადი და არკვიე...
ახლა რეცეპტის გამოწერის პროცედურა:
ანუ ოჯახის ექიმებს მოუწევთ დღეში დამატებით რამდენი ადამიანის მიღება?
სწორია,იმდენის, რამდენსაც აფთიაქებში რიგებში ხედავთ ხოლმე..
ანუ 100 ავადმყოფის შემდეგ ექიმი თუ არ გადავარდა სკამიდან 101-ე კონსულტაციაზე მისულ ავადმდყოფს როგორ ყურადღებით მოუსმენს და გასინჯავს და რა ტემპში წარმოიდგინეთ ხო?
ძალიან კარგი..
რამდენადაც ვხვდები კლინკის ექიმებს არ ექნებათ რეცეპტების გამოწერის უფლება და საშუალება..
ანუ ავადმყოფი,რომელიც მიდის ოჯახის ექიმთან-შემდეგ ის აგზავნის სპეციალისტთან კლინიკაში-შემდეგ მიდის ისევ ოჯახის ექიმთან რომ სპეციალისტის გამოწერილი მედიკამენტების რეცეპტი გამოართვას და შემდეგ მიდი აფთიაქში-და ასე ყველა ჯერზე არა?
ის,რომ კბლიმტკივანებს და წნევიანებს დედები აღარ ჰყავთ-ეს გასაგებია.

)
და ეს ყველაფერი თურმე იმ ფონზე, როდესაც ექიმების რაოდენობა უნდა შეამცირონ-ხარისხის კონტროლი იწყებს აქტიურ ქმედებასო ასე გავიგე და სასწრაფოს გამოძახებებზეც რაღაც უაზრო გაურკვევლი შეზღუდვებია..
სოციალურ ქსელებში ჩემდა გასაოცრად ჩემთვის პატივსაცემი მოაზროვნე ადამიანებიც კი მიესალმებიან ამ სიახლეს-მაგალითად ამერიკა მოჰყავთ..
ჯერ ერთი ვინ თქვა რომ ამერიკული სისტემაკარგია?
და მეორე- ამერიკული ჯანდაცვის სისტემა ააწყვეთ ჯერ და მერე გადადით ხალხის და ექიმების წამებაზე...
დიდი ეჭვი მაქვს,რომ რაღაც ფინანსურ პრობლემებიც მოჰყვება ამას ბიუჯეტისთვის და კლინიკის (ანუ მაღალი კომპეტენციის) ექიმებისთვის მაგრამ ამაზე -მოგვიანებით..
This post has been edited by rusa1960 on 14 Aug 2014, 20:01
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare