უმჯობესია თავის ხარჯებზე ილაპარაკოს ამ მთავრობამ და წარსულში ქექვას მოეშვან. აი მაგათი ბოლო ერთი წლის ხარჯები მივლინებებში:
რამდენი დაიხარჯა ბიუჯეტიდან ივანიშვილის და ღარიბაშვილის მივლინებებში - IDFI-ის მონაცემები (ფოტომასალა)
22:28 2014-08-15
თავისუფალი განვითარების მისია - IDFI ყოფილი და მოქმედი პრემიერის 2013-2014 წლის სამივლინებო ხარჯებს აქვეყნებს.
2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 8 ივლისამდე საქართველოს პრემიერ მინისტრების ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 155 825 ლარი, - ინფორმაციას ამის შესახებ თავისუფალი განვითარების მისია - IDFI აქვეყებს.
აღნიშნული თანხიდან ბიძინა ივანიშვილის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 19 613 ლარს (დღიური - 6 899 ლარი, სასტუმრო - 12 714 ლარი), ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის 136 212 ლარს (დღიური - 14 886 ლარი, სასტუმრო - 98 004 ლარი, გზა - 23 332 ლარი). ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში - 7 758 ლარი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში - 43 817 ლარი.

2013 წელს ქ. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად დელეგაციის სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 162 633 ლარი. აღნიშნული თანხიდან 106 788 ლარი წარმოადგენს სასტუმროს ხარჯს, 15 416 ლარი მგზავრობის ხარჯს, ხოლო აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 6191 ლარი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2013 წელს დელეგაციის ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯები გამოიყურება შემდეგნაირად:

2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა სულ შეადგინა 310 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა სრულად გადახდილია ლობისტური კომპანიის PATTON BOGGS LLP მომსახურებისათვის. საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ხსენებული კომპანია საქართველოს დახმარებას უწევს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებში, ნატოსკენ სწრაფვაში, ამერიკის მთავრობასა და კონგრესთან ურთიერთობაში, მედიასთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობაში, ხელს უწყობს შესაბამისი ღონისძიებებისა და შეხვედრების მოწყობას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაცნობის მიზნით.

საინტერესოა, რომ 2012 წლის ოქტომბრის თვის საპარლემენტო არჩევნებამდე აღნიშნული ლობისტური კომპანიის მომსახურებით აქტიურად სარგებლობდა აგრეთვე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ 2013 წელს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 485 143 ლარი. აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი 118 864 ლარი დახარჯულია ბაზალეთის ტბაზე 26 მაისს ჩატარებულ ღონისძიებაზე. პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 100 302 ლარი. კანცელარიის ყველაზე ძვირად ღირებული წარმომადგენლობითი ხარჯები გამოიყურება შემდეგნაირად:

2013 წელს საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ განხორციელებული 70 889 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა განპირობებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა (11 350 ლარი) მოხმარდა 3 მეტალოდეტექტორის გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვას.
This post has been edited by picaso2008 on 16 Aug 2014, 12:07