#41954365 · 16 Aug 2014, 16:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვიაგრა კი არა
რამდენი შრომაა გაწეული იმისათვის რომ აბორტების რაოდენობა შეგვემცირებინა რამდენი მატერიალური თუ ადამიანური რესურსია დახარჯული,იმისათვის,რომ კონტრაცეპციის კულტურა დამკვიდრებულიყო,, და აჰაა პოსტინორი (პოსკოიტური კონტრაცეპტივი) რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა სიაშია იდიოტები ადგენდნენ ამ სიას? პოსტინორს იყენებენ დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით სქესობრივი აქტის შემდეგ. ენიშნებათ 2ტაბლეტი. საჭიროა პირველი ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება ადრე სქესობრივი აქტის შემდეგ, მეორეს მიღება ხდება 12სთ-ის შემდეგ პირველი ტაბლეტის მიღებიდან. რას აკეთებთ ხალხო, სულ გააფრინეთ? აი ასეთ შეკითხვას წავაწყდი ერთ ერთ საიტზე: -" მე ვარ ანა 23 წლის. გთხოვთ ეცადოთ სწრაფად უპასუხოთ ჩემს შეკითხვას, ამაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე. ორი დღის წინ რაღაც შემემთხვა, დაუცველი ურთიერთობა მქონდა. მეორე დღეს დავლიე პოსტინორი, ერთი აბი, მეორე აბის დალევა დამავიწყდა, როგორ მოვიქცე?..."
და ახლა რა უნდა ქნას ასეთმა ანამ,ქეთიმ თუ თამარმა? თუ დაუგეგმავი შემთხვევითი სქესობრივი აქტის შემდეგ იძულებული გახდება ოჯახის ექიმთან ირბინოს პოსტინორის რეცეპტის გამოსაწერად? თუ არ უნდა ამის შესახებ გაიგოს ვინმემ? თუ ვერ მოასწრო რიგის გამო რეცეპტის მიღება დროულად? თუ მართლა მისი სიცოცხლეა ამაზე დამოკიდებული?
--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა.... არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო..... ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
|