კახა თარგამაძე: საქართველოს ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული პრეზიდენტი
საქართველოს ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული პრეზიდენტი, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ განუცხადა. თარგამაძემ ერთი საათის წინ შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე უარი უთხრა.
„ჩემთვის ისედაც ნათელი გახდა, მას შემდეგ რაც აკო მინაშვილის განცხადებას გავეცანი. ჩემი მოსაზრებით, პრეზიდენტის ადმინისტაციამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ინფორმაცია მიაწოდა და ამიტომაც ატეხეს აჟიოტაჟი, თორემ ჩემი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე თვეზე მეტია რაც დევს და მაინცდამაინც ახლა რატომ ატეხეხეს აჟიოტაჟი „ნაციონალებმა“.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაბის“ მიერ არის კონტროლირებული. მე სამჯერ მაქვს ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენი მიღებული, რის საფუძველზე მითხრა უარი, ვერ ამიხსნია. მე არ აღმიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა და სხვა ეროვნების მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებენ, არ ვიცი რა ვთქვა“, – აღნიშნა კახა თარგამაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
http://kvira.ge/?p=80463
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...