საქართველოდან რუსეთში შესაძლოა, ცხვრის, თევზის და თაფლის ექსპორტიც განხორციელდეს
14:37 23-08-2014
საქართველოდან რუსეთში შესაძლოა, ცხვრის, თევზის და თაფლის ექსპორტიც განხორციელდეს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის სიას შესაძლებელია დაემატოს ცხვარი, თევზი და თაფლი, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრა შედგა "როსსელხოდნადზორის" და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის.
"რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან ჩამოსულები იყვნენ და ადგილზე შეამოწმეს ჩვენი მეთოლოგიები, რომელზეც შემდგომ შეჯერებულად მომზადდა მემორანდუმი და დავიწყეთ ექსპორტი. შესაძლებელია, ჩვენი ექსპორტის ობიექტს კიდევ რამდენიმე დაემატოს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს. შესაბამისად, თუ კითხვა ექვემდებარება იმას, თუ რა ემბარგოები დაწესდა, ჩვენთან ალბათ ყველაზე დიდი ემბარგოა იმიტომ, რომ რეალურად არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სავაჭრო ურთიერთობა არის და ამ მიმართულებით არის პროგრესი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ვაჭრობის ობიექტები რუსეთთან მიმართებაში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროპასთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ეს ფორსირებულად მიმდინარეობს და ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ასევე არის სახელმწიფოს პრიორიტეტი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
"როსსელხოდნადზორის" ინფორმაციით, საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა
13:19 23-08-2014
"როსსელხოდნადზორის" ინფორმაციით, საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა "როსსელხოდნადზორის" ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია "როსსელხოდნადზორის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის მიხედვით, სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სასურსათო ტვირთის მიწოდება გაიზარდა. ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ზრდა იმ თანამშრომლობის შედეგიცაა, რომელიც "როსსელხოდნადზორსა" და საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ჩამოყალიბდა.
"ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, გაზარდოს რუსეთში ციტრუსის, ატმის, ვაშლის, მსხლის, კომშის ექსპორტი და ასევე დაიწყოს ცხოველური წარმოების პროდუქციის მიწოდება, როგორიცაა ცხვრის ხორცი, ასევე ცოცხალი ცხვარი, კალმახი და თაფლი. ამასთან დაკავშირებით, საქართველო დაინტერესებულია რუსული თესლისა და გენეტიკური მასალის იმპორტით, ჯიშიანი პირუტყვის მოსაშენებლად", - ნათქვამია "როსსელხოდნადზორის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზურაბ ჩეკურაშვილმა სერგეი დანკვერტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკულ ჭირთან ბრძოლის ზომების შესახებ. მხარეებმა ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებიც განიხილეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
Абашидзе утверждает, что Грузия применила к России санкции, которые не применяла даже Украина
23.08.2014 17:23
Специальный представитель премьер-министра Грузии по вопросам взаимоотношений с РФ Зураб Абашидзе утверждает, что Тбилиси применил в отношении Москвы такие санкции, которые не использовала даже Украина.
"Мы применили в отношении России такие санкции, которые не использовала ни одна страна мира. Я имею ввиду то, что у нас нет дипломатических отношений с РФ, которые были прерваны по инициативе грузинской стороны в 2008 году. Это самая строгая форма отношения одного государства к другому. Между нашими государствами практически не существует официальных связей", - заявил Абашидзе.
Грузинский дипломат прокомментировал и информацию о том, что Грузия может начать поставки в Россию продукции животного происхождения и отметил, что это является результатом большого труда.
ეს აბაშიძე ვითომ აპრავებს და თან ცინიკოსობს და დასცინის ცალკე უკრაინას ცალკე ოპონენტებს და ოკუპანტებთან მჭიდროდ ჩახუტების მოწინააღმდეგეებს