ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მიმართა, უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინონ
09:27 26-08-2014
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მიმართა, უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას უკრაინის "მაქსიმალურად დახმარების" დავალებას აძლევს. პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.
"კარგი იქნება, თუ ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს. მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინეთ", - მიმართა პრემიერმა მინისტრებს.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში გამგზავრების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებით დაინტერესდა და მისგან ინფორმაციაც მოისმინა.
"მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. შევთანხმდით, რომ ადგილზე ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც საჭიროებების შეფასებას გააკეთებდა. გადავწყვიტე, რომ პირადად ჩავსულიყავი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად. დილით ადრე კიევში ვიქნებით და შევუდგებით მუშაობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელიც უკრაინაში ხვალ მიემგზავრება.
პრემიერის მოწოდებასთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც. ნოდარ ხადურმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. "დღეს საღამოს საქართველოში ჩამოდის უკრაინის ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო სამსახურის, ასევე საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, რომელიც 4 დღის განმავლობაში იმუშავებს ჩვენთან. ძირითადად აჭარაში იქნებიან, გაეცნობიან ჩვენს გამოცდილებას", - აღნიშნა ხადურმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...hmouchinon.htmlდავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება
08:57 26-08-2014
დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. "ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრთან, როგორც ახლანდელთან, ისე მის წინამორბედთან, სულ გვქონდა კომუნიკაცია და მხარდაჭერის შეთავაზება. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც ადგილზე კონსულტაციებით დაადგენდა სამოქმედო გეგმას. გადავწყვიტე, რომ მე თვითონ წავიდე, წამოვა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ხვალ დილით მივდივართ და ხვალიდანვე უკვე შეხვედრებს გავმართავთ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე განმარტებით, უკრაინაში გამგზავრების მიზანია დაჭრილებისა და დაზარალებულთა მკურნალობაში დახმარება. "ვიზიტის მიზანია საჭიროებების შეფასება და სამომავალო გეგმის გაწერა. ვფიქრობ, ორი დღის განმავლობაში ამას მოვახერხებთ და უკვე კვირის ბოლოდან ეს გეგმა ამოქმედდება", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკოსთან ერთად უკრაინაში გაემგზავრება ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...emgzavreba.htmlპეტრო პოროშენკომ უკრაინის უმაღლესი რადა დაითხოვა
09:37 26-08-2014
პეტრო პოროშენკომ უკრაინის უმაღლესი რადა დაითხოვა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის რადას ვადამდე დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ივნისის დასაწყისში დაიშალა კოალიციური ბლოკი, რომელშიც შედიოდნენ ფრაქცია "ბატკივშინა", "უდარი" და "სვობოდა". ერთი თვის განმავლობაში კი, ახალი ბლოკი არ შექმნილა, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა უმაღლესი რადას დათხოვნის უფლება.
"არჩევნები საუკეთესო საშუალებაა ლუსტრაციისათვის. გაწმენდა უნდა დაიწყოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან", - აღნიშნა პოროშენკომ, რომლის განცხადებით, რადას ზოგიერთი წევრი "თუ არ არის სეპარატისტებისა და "ბოევიკების" პირდაპირი დამფინანსებელი, მათი მხარდამჭერია".
მისივე აზრით, უმაღლესი რადას შემადგენლობა არ შეესაბამებოდა იმ პოლიტიკურ განწყობებს, რომელიც დღეს უკრაინულ საზოგადოებაშია, საზოგადოება ისე სწრაფად შეიცვალა, რომ დეპუტატებმა ფეხი ვერ აუწყვეს საზოგადოების ისტორიულ ნაბიჯებს.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები "არ იყო არც სამართლიანი და არც დემოკრატიული".
უკრაინის პრეზიდენტმა რადას ვადამდელი არჩევნები 2014 წლის 26 ოქტომბრისთვის დანიშნა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/29...daithkhova.htmlპეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა, მინსკში შედგეს
10:00 26-08-2014
პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა, მინსკში შედგეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვდრა შესაძლოა, დღეს მინსკში გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"მინსკში ასეთი შეხვედრის გამართვას არ გამოვრიცხავთ", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, შესაძლო შეხვედრის შემთხვევაში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები უკრაინის კრიზისის, ჰუმანიტარული დახმარებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებს განიხილავენ.
"განხილული იქნება ასევე ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში. განსახილველი ბევრი თემაა", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ბელორუსიის დედაქალაქში დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ევროკომისიის წარმომადგენლები, "საბაჟო კავშირის" წევრი ქვეყნების ლიდერები და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს გამართავენ.
უკრაინული მედიის ცნობით, მინსკში გასამართ შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დონბასში ვითარების სტაბილიზაციის საკითხები.
ევროკავშირის მხრიდან მინსკში გამართულ შეხვედრას უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი დაესწრებიან.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/29...shekhvdnen.html