Robin Hoodთავიდან კარგი იყო, ტარდებოდა ეთნოგრაფიულში. დღისით რეგიონებიდან ჩამოსულები გამოდიოდნენ და ამ დროს შეგეძლო გესეირნა, მწვადი გეჭამა, რამე გექნა :დ საღამოს 8-დან ქართული მუსიკა იყო, ვინც შედარებით კარგები არიან
განაწილებულიც საქმის ცოდნით იყო დღე. ანუ თავიდან წვრილმანები და ბოლოს ორი საათი რომელიმე მსხვილმანი. იყო უამრავი ხალხი.
მე სამჯერ ვიყავი და სამჯერვე ზუმბაზე მოვხვდი :დ
მაგრამ მომეწონა მაინც იმიტომ, რომ მოცეკვავეები არბოდნენ სცენაზე და ცეკვავდნენ ახალი სუხიშვილების სტილში. ძალიან ლამაზი ბავშვები. თან ერთმანეთს აცლიდნენ, ერთი ადიოდა ან ორი
მერე პოლიცია აგდებდათ იქიდან, რადგანაც ზუმბას წყინდა
მერე ადგნენ და ეს კონცერტი გადაიტანეს ვაკის პარკში და მწვადი და ხალხურები დატოვეს ეთნოგრაფიულში. მგონი დიასამიძემ და ზუმბამ ვერ გაიყვეს ერთმანეთში რაღაც. ან თავში აუვარდათ და შეცდომა დაუშვეს, ეგონათ მხოლოდ მაგათი კონცერტის გამო დადიოდა იქ ხალხი.
მაგის მერე იქ აღარ ვყოფილვარ
ალბათ აღარც ზუმბას ავარდნია არავინ სცენაზე