უნახავი ქაჯები
რამდენიმე წლის წინ ფრანგმა მეგობარმა - რუსის გოგოსთან მაქვს მიმოწერა მოსკოვში და უნდა ჩამოვიყვანო, ჯერ არ გამისინჯავსო
თუ გინდა დაქალს წამოვაყვანინებ შენთვისო, უარი ვუთხარი, გემრიელად გარუჯული ოკეანის ტალღასავით პორტუგალიელი მყავდა, თევზის თვალება რუსის კლიზმა რათ მინდოდა
იმაზეც ვუთხარი 2 კვირით არ გაგისწორდება, და 2 დღეში ხომ არ მიაბრუნებ მეთქი, არა გავძლებო
კაი ჩამოიყვანა, აეროპორტიდან რესტორანში დავპატიჟე ორივე, მეგობრობის პონტში
და პირველივე დღიდან დაიწყო გოიმობები
ოფიციანტს მოკიდა პერანგზე ხელი, დამტვრეული ინგლისურით ეუბნება, ვაა ბარბერა არისო? სად იყიდეო, გამოშტერდა მასტი, ეგონა ეხუმრებოდა
მე ფრანგულად ავუხსენი, მოსკოვიდანაა ჩამოსული და ცოტა ველურია, ყურადღება არ მიაქციო მეთქი
მეორე დღეს ქალაქის დასათვალიერებლად წაუყვანია, საღამოს გაგიჟებული მირეკავს, ეს მართლა ველურიაო
დილიდან შეიღება ინდიელივითო, ძაან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა და ნახევრად გამჭვირვალე ბრჭყვიალა ბადის კაბა უკან ტრაკამდე მოღებულიო
ვეუბნები ქალაქში მივდივართ ფეხით, ბევრი უნდა ვიაროთ და მასე გაგიჭირდებაო
არაუშავსო, ჩვენ რუსის ქალები ყველაზე ლამაზად უნდა გამოვიყურებოდეთ და ამისთვის ყველაფერს ვიტანთო
ქვაფენილზე ფეხი გადაუბრუნდა და კინაღამ არ მოიტეხაო
ვულგარული თუთიყუშივით იყო, ყველა მაგაზე კაიფობდა, მაგრად მიტყდებოდა გვერდზე სიარულიო
მერე მე და ჩემ დაქალს შეგვხდნენ საყიდლებზე უნდოდა წასვლა და უნდა ეჩვენებინა მაღაზიები
გადასასვლელზე წითელზე გაიქცა
ვეუბნები რუსულად - აქ ასე არ არის მიღებული მეთქი, მკიდია აქაური წესებიო, მე რუსი ვარ და როგორც მინდა ისე მოვიქცევიო, რასსია სილაო
შუა გადასასვლელზე კინაღამ მანქანამ არ დაარტყა

მაგარი შეშინებული იყო, მეორედ აღარ უქნია
მერე ჩემმა დაქალმა მითხრა, თუ რამე უგემოვნო, ვულგარული, ჩაწოლილი ტანსაცმელი იყო ყველაფერი იყიდაო
ეგ რა არის, ერთი კვირის მერე ჩემს ძმაკაცს ეუბნება რაღაც საყურეები მომეწონა 500 ევროდ და მიყიდე, თუ გინდა კიდევ ჩამოვიდეო
ძმაკაცი მირეკავს -რა ვქნაო
თუ გინდა რომ ჩამოვიდეს უყიდე მეთქი გავეკაიფე
არა რას ამბობ, ერთი სული მაქვს როდის წავაო
მაშინ უთხარი ფული არა მაქვს და მოგეშვება მეთქი
ფული თუარ გქონდა რას ჩამომიყვანეო
კიდევ ბევრი ხოხმები იყო
This post has been edited by WhiteCross on 28 Aug 2014, 20:12