#42066556 · 28 Aug 2014, 23:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
guriaaa
QUOTE | კერძო კაპიტალით წარმატებული ქართული საკალათბურთო კლუბების დაფინანსების ბევრი კარგი მაგალითი შემიძლია ჩამოგითვალოთ სწორედ დამოუკიდებლობის შემდეგ...იგივე
"ვითა", "კაკტუსი", "ბასკო", "ენერჯი" ანუ თუ მოინდომებ შეიძლება ამის გაკეთება
|
კი, კი ესაა სწორედ იდეალური სიტუაცია, მაგრამ ეს ტენდენცია შეჩერდა
QUOTE | მაპატიეთ, საერთოდ არ მესმის ეს ლოგიკა "პტიცას ქვეყანაში რატომ არ უნდა იყოს ასეთი მდგომარეობა", თან საბაზრო ეკონომიკის პირობებში!..პტიცას დროს იყო სწორედ ის რასაც ფაჩულია ახლა ითხოვს მთავრობისგან..ახლა ასე ცხოვრება არ შეიძლება! |
მე ეს სახლები მხოლოდ იმის გამო დავასახელე, რომ ახლა აქაური მსხვილი ბიზნესის და სახელმწიფოს სატავეებთან არიან ადამიანები, ვისაც წესით უნდა ახსენდებოდეთ ქართული კალათბურთის წარმატებული ჟამი - მხოლოდ ეს მქონდა მხედველობაში.
QUOTE | კარგად მესმის რასაც ამბობთ, რა განსხვავებაზე საუბრობთ ამერიკასა და საქართველოს შორის, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯზე ამ სიტუაციას ვერ შევცვლით...უბრალოდ არ არის ამდენი ფული ბიუჯეტში და პროფესიული სპორტის დაფინანსება გადასახადებიდან აკრეფილი ფულიდან წყალში გადაყრილი ფულია
|
ჩემს ალბათ ბუნდოვან პოსტში მე დავწერე,
QUOTE | რა ქნას, ეუბნება რა მთავრობას, ეუბნება ყველას. |
. აი, რას ვგულისხმობდი: სპორტული აგენტის და სპორტის, როგორც ყველაფერთან ერთად მომგებიანი საქმის ხედვა აქ დაკარგულია ან მიჩუმათებული მიზეზტა გამო... ჩემთვის ყველაზე ცუდი სცენარია ბიუჯეტის ხარჯზე მოთამაშე გუნდი, სპორტი ზოგაგად, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა, თუკი სახელმწიფო ხელს შეუწყობდა სააგენტოს დაფუძნებას, სადაც მომუშავე საქმიანი ხალხი დაუკავშირდებოდა, აარჩევდა გუნდებს და სპორცმენებს და მეორე მხრივ, ინტენსიურად იმუშავებდა ბიზნესთთან ამ სპორტული, უკაცრავად პასუხია და, რესურსის ბიზნესად ქცევაზე. საკუთრივ ბიზნესმა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არ მოისურვა ინტენსიურად აეღო ხელში საკლუბო პროფესიონალური ქართული კალათბურთის ბედი. ზაზას განვხადებაც ამ უპატრონობის გამოძახილი მგონია.
--------------------
Unus pro omnibus, omnes pro uno
|