საინტერესო ფაქტები ამოყარა ექსპრესნიუსმა.
გაიჭედნენ ბესელიები, ჯერჯერობით შავად აქვთ საქმე.
მანქანაც ამოუგდეს ფოტოებით.
პრადო, რომელიც ფოთის მერიას გამოართვა ბესელიამ, მას მერე რაც მისმა შვილმა ბესელიას (პარლამენტის კუთვნილი) მანქანა დაამტვრია.
კავშირი რატი მილორავას, მოკლულ დაჩი დარჩიას და ფოთის მერიის ავტომობილს შორისავლაბარში მდებარე სომხურ ეკლესიასთან, ერევნის სკვერში 34 წლის რეჟისორი და “სქაი ბარის” დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს. მკვლელმა დარჩიას დანა ზურგში ორჯერ ჩაარტყა, აქედან ერთი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დაჩი დარჩია ინგოროყვას კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მიშა გრძელიშვილი პოლიციამ დააკავა, მან რეჟისორის მკვლელობა აღიარა.
ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი მკვლელობის გახსნილი საქმე იქნებოდა, რომ არა მოკლული, რომელსაც მთელი ქალაქი იცნობდა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც ამინისტირებული გახლდათ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილ მიშა გრძელიშვილს თან ახლდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავაც. თავად ეკა ბესელია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
აღნიშნულ საქმეზე „ექსპრესნიუსმა“ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.
დეპუტატი ეკა ბესელია ირწმუნება, რომ მკველელობის დღეს რატი მილორავა ბიძამისთან ერთად, ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ იყო. „ექსპრესნიუსი“ სასტუმროს მიმღებს, მოგვიანებით კი ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ადმინისტრაციაში და მიმღებში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მოქალაქე რატი მილორავას არც ნომერი დაუჯავშნია და არც სასტუმროს სტუმარი ყოფილა.
საპირისპიროს მტკიცება დაიწყო ეკა ბესელიას დამ, კომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ცირა ბესელიამ. მისი თქმით, რატი მილორავა მასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სასტუმრო „ოაზისში“ ისვენებდა.
აღნიშნულ სასტუმროში მართლაც ისვენებდნენ დეპუტატის დედა, უმცროსი ქალიშვილი და ცირა ბესელიას ვაჟიშვილი, თუმცა რატი მილორავა მათთან ერთად არ ყოფილა.
„ექსპრესნიუსს“ სასტუმროს ადმინისტრააციაში უთხრეს, რომ მათ აგვისტოს თვეში არ ჰყოლიათ სტუმარი რატი მილორავა.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ გაარკვია, რომ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დაურეკა ფოთის არჩეულ მერს ირაკლი კაკულიას, რომელსაც მერიის კუთვნილებაში არსებული ავტომობილი, „TOYOTA PRADO“ სახელმწიფო ნომრით BBT 880 სარგებლობა სთხოვა. მოწოდებული ინფორმაციით, რატი მილორავას მანქანა გაუფუჭდა და მეგობრებთან ერთად, თბილისში გამოსამგზავრებლად, დედას დახმარება სთხოვა.
ფოთის ვიცე–მერი გიორგი მოისწრაფაშვილი ადასტურებს, რომ ავტომობილი თბილისში იმყოფებოდა, თუმცა იგი ამბობს, რომ „TOYOTA PRADO“ მძღოლმა, თბილისში პროფილაქტიკაში შესაკეთებლად წამოიყვანა. თავის მხრივ, მძღოლი უარყოფს, რომ ავტომობილით თბილისში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ტელეფონი გამორთო და ჟურნალისტის კითხვებს ვერ უპასუხა.
საინტერესოა რამდენიმე დეტალი: ავტომობილი, „TOYOTA PRADO“ ნომრით BBT–880 ხუთ წელზე მეტია, ფოთის მერიას ემსახურება, ამ შემთხვევაში კი მერიამ უნდა გამოაცხადოს ტენდერი, მანქანის შეკეთებაზე და შემდეგ შეარჩიოს პროფილაქტიკა. ასევე, კანონის მოთხოვნით, შერჩეულ პროფილაქტიკასთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ფოთის მერიას არც ტენდერი გამოუცხადებია და, ვიცე–მერის თქმით, არც ხელშეკრულება გაუფორმებია, რომელიმე პროფილაქტიკასთან.
„ექსპრესნიუსის“ კითხვას ისარგებლა თუ არა ეკა ბესელიას ვაჟიშვილმა ფოთის მერიის კუთვნილი ავტომობილით, გაღიზიანებული უარყოფს ფოთის მერი ირაკლი კაკულია. როგორც მან თქვა, ავტომობილი არის მერიის ბალანსზე და დგას მერიაში.
„თბილისში მძღოლი გამოვუშვით, რომ შეემოწმებინა მისი ტექნიკური მდგომარეობა“,–აცხადებს მერი.
არსებობდა თუ არა ხელშეკრულება პროფილაქტიკასთან მერს ამის შესახებ ან ინფორმაცია არ აქვს ან, როგორც თავად ყვება, დეტალებს მედიასთან ვერ იტყვის. ირაკლი კაკულია ასევე, ვერ ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას პირადი სარგებლობისთვის მანქანა ათხოვა.
ავტორის მტკიცებით, ავტომობილი “სკაი–ბართანაა”გადაღებული
საპირისპიროს ამტკიცებს ფოთში ბაზირებული საინფორმაციო პორტალის „tspress.ge“–ს მთავარი რედაქტორი ელისო ჯანაშია. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ უთხრა, ფოთის მერმა პირადი სარგებლობისთვის მართლაც ათხოვა ბესელიას ავტომობილი, რომლითაც მისი შვილი რატი მილორავა გადაადგილდებოდა.
„ათ დღეზე მეტია, მანქანა ფოთში არ იმყოფებოდა. ეკა ბესელიას მანქანა სამსახურებრივ რემონტზეა და მერს „TOYOTA PRADO“ თხოვა. მერმა თხოვნაზე უარი არ უთხრა და ავტომობილი პირად სარგებლობაში გადასცა. მერი როცა აცხადებს, რომ თბილისში პროფილაქტიკაზე გვყავდაო, არის სიცრუე, რადგან მერიის ბალანსზე აღნიშნული ავტომობილი ხუთ წელიწადზე მატია ირიცხება. ამ შემთხვევაში მერიას უნდა გამოეცხადებია ტენდერი და დაედო ხელშეკრულება გამარჯვებულ პროფილაქტიკასთან, რაც არ მომხდარა“,– აცხადებს ელისო ჯანაშია.
ავტომობილი „TOYOTA PRADO“ სახელმწიფო ნომრით BBT–880 15 აგვისტოს „სითი პარკმა“ დააჯარიმა თბილისში ყაზბეგის გამზირზე არასწორი პარკირებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა კომპანიის საიტზეც.
მკვლელობის ერთ–ერთი თვითმხილველი თეონა დ. ამბობს, რომ რატი მილორავა „Sky Club”-ში „TOYOTA PRADO“ მარკის ავტომობილით იყო, თუმცა თვითმხილველს ნომერი არ დაუმახსოვრებია.
“სქაი ბარის” ერთ-ერთი მეპატრონე და დირექტორი დავით კვირტია აცხადებს , რომ დაჩი დარჩიას და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი “სქაი ბარში” არ დაწყებულა.
როგორც დავით კვირტიამ განაცხადა, დაჩი დარჩია “სქაი ბარში” უკრავდა და მკვლელობის დღესაც ჩვეულებრივად დაუკრა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი წავიდა.
“როგორც ჩვენ ვიცით, დაჩი დარჩია გადავიდა სომხური ეკლესიის მხარეს, იყიდა სიგარეტი, რომ მოდიოდა იქ ვიღაც დახვდა. არ ვიცით იქ ზუსტად რა მოხდა. იქ დაჭრეს და დაჭრილი ბაღიდან საშველად “სქაი ბარის” მხარეს გამოიქცა. დაცვის პოლიცია მოდიოდა და ის ბიჭი დააკავეს ადგილზე, დაჭრილი კი მიწისქვეშა გადასასვლელთან იყო. გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სისხლისგან დაიცალა. არაინირი კონფლიქტი “სქაი ბარში” არ დაწყებულა და ეს გამოძიებითაც დადგინდება”, – განაცხადა დავით კვირტიამ.
„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, დავით კვირტია სხეულის დაზიანებისთვის
რატი მილორავა
მატროსოვის ციხეში სასჯელს იხდიდა და მოგვიანებით შეწყალებით იქნა გათავისუფლებული. თვითმხილველი თეონა დ. აცხადებს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ მასთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და დიდხანს ისაუბრეს, რის შემდეგაც კლუბის მეპატრონებ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, რის მიხედვითაც დაჩი დარჩიასა და მიშა გრძელიშვილს შორის კონფლიქრი კლუბში არ დაწყებულა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან დავით კვირტია ამბობს, რომ მკვლელი ვინმე „გიორგი“ იყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილს კი მიხეილი ჰქვია.
„ექსპრესნიუსის“ კითხვაზე იცნობს თუ არა, კვირტია რატი მილორავას სახეზე, იგი პასუხობს, რომ არ იცნობს და არც არასოდეს უნახავს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიშო გრძელიშვილი გათავისუფლდა ამინისტიიც შედეგად 2013 წლის 9 იანვარს. იგი მსჯავდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს, ამინისტიის კანონის შესაბამისად კი 177 მუხლის 1–ელი ნაწილი მას სრულ ამინისტიას დაექვემდებარა.
აღნიშნული ამინისტიის ავტორი და სულისჩამდგმელი დეპუტატი ეკა ბესელია მისი შვილის რატი მილორავას მკვლელობასთან რაიმე შემხებლობას უარყოფს.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი შვილი თვეებია თბილისში არ იმყოფება და შესაბამისად, იმ ღამეს ბარში ვერ იქნებოდა. ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას უნამუსო ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მისი ოჯახის წევრებისთის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს.
“ჩემი შვილი თბილისში არაა უკვე რამდენიმე თვეა, ბოლო კვირაა ქობულეთში ისვენებს. დედაქალაქში ფიზიკურად არ ყოფილა ამ შემთხვევის დროს. ვიღაცები სრულიად უსაფუძვლოდ ცდილობენ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ექსპრესნიუსმა“ დეპუტატს რამდენიმე კითხით მიმართა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ კითხვები წერილობითი ფორმით მიგვეწოდებინა, შემდეგ კი მედიას ურჩია, რომ მის ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი გამოეყენებიათ.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ დაჩი დარჩიას მკვლელობის თემაზე ჟურნალისტურ მოკვლევას აგრძელებს.
ირაკლი მანაგაძე
http://www.epn.ge/archives/34698 This post has been edited by Tsiteli Tskapunebi on 31 Aug 2014, 19:37