#42096362 · 31 Aug 2014, 23:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ იქნება ბირთვული ომი, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ არ ამოიწურება საკვები, ენერგორესურსები და სხვა შედარებით ღირებული რესურსები.
ადამიანებმა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მმართველობის სათავეებში მყოფებმა და იმ ხალხმა, რომლებიც მმართველობების უკან დგანან, კარგად გაუგეს გემო ნორმალურ ცხოვრებას, სადაც ყველაფერს ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები წყვეტენ. არავის სჭირდება ბუნკერში ჯდომა 50 და 100 მეტრის სიღრმეზე, როცა შუეძლია ბორა ბორაზე ორ პალმას შორის გაჭიმულ ჰამაკში ინებივროს.
ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ კაცობრიობას უკვე ავიწყდება მსოფლიო ომი და თანმდევი გასაჭირი. თაობა, რომელიც მოესწრო მეორე მსოფლიოს, მალე მთლიანად წავა და ადამიანის ფსიქოლოგია კი იცით, რაც არ უნახავს "ლაითად" სჯერა.
ზოგადად ახლანდელი სიტუაცია ისეა მოწყობილი, რომ დაგროვილი მუხტის გამოთავისუფლება ლოკალური კონფლიქტების ხარჯზე ხდება და ეს კარგიცაა რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს. ერთი ეგაა, რომ ამ ბოლო წლებში უფრო და უფრო ხშირად ხდება განმუხტვა.
პ.ს. ეს თემა მგონი უმჯობესია თუ საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილებაში გადავა. შინაარსობრივად იქაურობას უფრო შეეფერება
|