#42136877 · 4 Sep 2014, 19:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
7-november სიაფანტობააა ნაცების დროს არ ხდებოდა მკვლელობები46 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 05.07.12 19:36
მძიმეა ხვიჩიას ქუჩაზე დაჭრილი არჩილ დეკანოზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 46 წლის მამაკაცს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობით შეიყვანეს.
ექიმების თქმით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში და მუცლის ღრუში შემავალი რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მან შემთხვევის ადგილზე ბევრი სისხლი დაკარგა და მისი მდგომარეობა დამძიმდა.
დაზარალებულს რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა. დეკანოზიშვილი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში და ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
სამართალდამცველების ცნობით, ინციდენტი, სავარაუდოდ, მოჰყვა ჩხუბს ფულის გამო, რომელიც ეჭვმიტანილებს დაზარალებულის ჰმართებდათ. ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილებსა და დაზარალებულებს ამ თემაზე ხშირად მოსდიოდათ კამათი. დილით კი ეჭვმიტანილები იმ ოფისში მივიდნენ, სადაც არჩილ დეკანოზიშვილი მუშაობს - ის ბინების ყიდვა-გაყიდვის საქმეს უზრუნველყოფდა. ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილებსა და დაზარალებულს შორის კამათი მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილები წავიდნენ, თუმცა ორ საათში ისევ დაბრუნდნენ. რამდენიმე ადამიანი ეზოში შავი ჯიპით შევიდა, დეკანოზიშვილს რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველები მომხდარის დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმაურებენ. როგორც ცნობილია, ისინი სამ პირს ეძებენ.
This post has been edited by gochino80 on 4 Sep 2014, 19:15
|