#42678693 · 28 Oct 2014, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"როდესაც გამოაცხადეს, რომ სიტყვით გამოვალ, ძალიან დიდი ტაშიც დავიმსახურე. ჩუბაისი იჯდა ჩემს გვერდით და მითხრა, მსგავსი ტაში არ ყოფილაო. ნამდვილად იგრძნობოდა დარბაზში სითბო და სურვილი, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დალაგდეს. დამისვეს კითხვა იმაზე, რომ ბიზნესის სიიოლით მე-9 ადგილზე ვართ. მე გავაანალიზე პლუსები და მინუსები, იმაზე გავაკეთე აქცენტი, რომ ბევრი რამ ხელოვნურად არის შექმნილი და დავარწმუნე, რომ ამ მე-9 ადგილით საქართველოში ინვესტიციები არ შემოდიოდა და ეს არ არის გადამწყვეტი." © ივანიშვილი 2013 წელი, დავოსში რუსული საუზმის შესახებ
გარსონ ღარიბოვ 2014: „მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014 წლის რეიტინგში საქართველო ისევ ლიდერის პოზიციაზეა - 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. მათ შორის, მოწინავე პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციის, აგრეთვე ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, დაიწყო მუშაობა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებისათვის. უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბაჟო და საგადასახადო სისტემაში კორუფციის პრევენციის საკითხებს“, – აღნიშნა პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას 2014 წლის მაისში
|