სამწვადე სად წაიღეს??????????????????????????????
ალექსანდრე ჭიკაიძე - სააკაშვილს ქაოსის შესაქმნელად მიცემული აქვს დავალებები, შექმნას ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი
შესაძლოა ადგილი ქონდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა.
როგორც მინისტრი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის ცნობილია, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.
ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა.
შს მინისტრის განცხადებით, ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმენალად კონკრტული დავალებები და გეგმები მისცა, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანიზებული 500 კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად.
"მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვასახვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვიცირება, შექმანან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმანა ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში", - აღნიშნავს ალექსანდრე ჭიკაიძე.
შინაგან საქმეთა მინისტრს მაგალითიც მოჰყავს და აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონის" წევრებს მიეცათ დავალება, სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწარაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი.
"ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისათვის. საკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველში. ეს არის ნაწილი გეგმისა რასაც სააკაშვილი გეგმავს. ამ გეგმას პირადად ვაცხადებ რომ განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად. დღეს, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ რომელი ორგანზიაცებიც თქვენ ჩამოთვალეთ, სამწუხაროდ ისინი არასამთავრიობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმდებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, ჩვენ არ დავუშვებთ რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია, ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კნონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება!" - აცხადებს შს მინისტრი.
მისივე ინფორმაციით, უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შესაძლოა ადგილი ქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერ დავკონკრეტდები", - დასძინა ჭიკაიძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...luri-jgufi.html This post has been edited by qutaiseli teroristi on 10 Sep 2014, 16:04