ახალი ამბავი...

იმას რომ თავი დავანებოთ კამერებთან პოზიორობის დრო ნამდვილ მებრძოლს არ აქვს -
ის, ვისაც საქმე აქვს სიკვდილთან, იარაღთან, ზურგსუკან თუ გვერდში მდგომი ადამიანების სიცოცხლესთან, ყველაზე მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობასთან, საქმესთან, სადაც შეცდომა უდრის დანაშაულს, ამიტომ შეცდომებს არც მტერი გპატიობს, არც შენიანი და არც განგება, ყოველთვის გაურბის ამ საქმეზე ლაპარაკს გარეშე პირებთან, მითუმეტეს გამორიცხულია კამერებთან იპოზიოროს ან იბაქიბუქოს, რამე მოყვეს და ამით თავი გაიმჟღავნოს და ა.შ. ორი მიზეზის გამო:
1. ადამიანური - მისი საქმიანობა მისი მუდმივი სტრესების საფუძველია, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს და ყველა სხვასთან შედარებით მან იცის ნებისმიერი წუთის და წამის ფასი. ასე, რომ საქმის გარეთ ის ყოველთვის ცდილობს სწორედ ამ საქმეს გაექცეს, დაივიწყოს, არ იფიქროს მასზე და მაქსიმალურად თავი აარიდოს ამ თემის ირგვლივ თუნდაც ირიბ, ზერელე და მოკლე საუბრებს.
2. პროფესიული. ეს სწორედ ერთ-ერთი შეცდომა შეიძლება გახდეს. ნებისმიერი ერთი დეტალის გამჟღავნება ან გაშიფრვა, იქნება ეს მისი ვინაობის, ადგილმდებარეობის, საქმიანობის, ჩვევების, რომელიმე საქმის დეტალის და ა.შ. იდენტიფიცირება, შეიძლება გახდეს საფუძველი პირადად მისი, მისი თანამებრძოლების, ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების ან თავად საქმის ფატალური დასასრულისა.
ჯარისკაცი, პოლიციელი, ქურდი (მაფიოზი, ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენელი, ავტორიტეტი...) არასოდეს საუბრობს საქმეზე, არ ტრაბახობს და არ ყვება საქმის შესახებ უცხოებთან. არასოდეს. ეს მათი დაუწერელი კანონია და ინსტინქტი.

P.S. დობერმანი არა კურცხაარი კიდევ...
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey