ერთი პარალელი ისტორიიდან --- თუ რატომაა შეუცნობელი სიკეთე ბოროტებაზე უარესი:
ქრისტეს სწავლება მახვილის აღებაზედ როგორ იქნა შემდგომ გამოყენებული --- დღემდის?
ჭეშმარიტი სიკეთის მოძღვრება არს მახვილი, რომლითაც ამ წუთისოფელშივე ძალუძს ადამიანს --- განკვეთოს თავისსავე არსში ჩაბუდებული
ბოროტებანი და ეს ომი ადამიანშივე დამთავრდეს ბოროტების განკვეთა-გარდაცვლით და ახალ ხარებაში ჭეშმარიტ ქრისტიანად დაბადებით!
და როგორ მოხდა საერო და სასულიერო მმართველთა მიერ ამ შინაგანი განწმენდის მართვა-რეალიზირება?
ეს ომი გარეთ გადაიტანეს და ჯვაროსნული ომების სერიებით, სისხლით და გვამების ლეშით გაამეფეს-დაამკვიდრეს დემონთა იერარქიების წყებანი...
საღვთო ომების მონაწილეებს სწამდათ რომ ღმერთისთვის იბრძოდნენ სატანის წინააღმდეგ...
საიდუმლო მარტივიცაა და რთულიც --- გააჩნია ვისთვის.
მარტივია ამ საიდუმლოს მცოდნისათვის და რთულია არმცოდნისათვის.
ეშმაკი ეშმაკის წინააღმდეგ თუ ბრძოლობს --- სინამდვილეში მრავალთა ჩათრევანი სურთ ამ ბრძოლაში დასამონებლად-სამართავად.
ამავდროულად მკაფიოდ ითქვა მაცხოვარის მიერ: ეშმაკი ეშმაკის წინააღმდეგ არ აღიძვრის.
სატანის სამეფოს კი არ ჰყოფენ --- არამედ უფრო მონოლითურად აძლიერებენ მონათა სიმრავლის ზრდით.
მოუმზადებელ-გაუწვრთნელი, უიარაღო და უზურგო ჯარისკაცის ბრძოლის ველზე გამშვებია უმთავრესი მკვლელი ამ ჯარისკაცისა....
და არავინ დაიჯეროს --- რომ სათავე მკვლელმა არ უწყის მიზანი...
This post has been edited by triumpi on 18 Sep 2014, 01:54
მიმაგრებული სურათი