ზალდასტანიშვილის სკოლა, ფრანგული სკოლა, ბაქსვუდი (ისე, ქართულად ცოტა უცნაურად ჟღერს

) მაღალ ფასს ხსნიან იმით, რომ მათ მოსწავლეებს აქვთ საშუალება, ჩააბარონ ის გამოცდები, რასაც ამერიკაში/ბრიტანეთში/საფრანგეთში აბარებენ მათი ტოლები და ფაქტიურად, ამის შემდეგ, გზა ხსნილი აქვთ იქაური უმაღლესებისაკენ. ანუ, ატესტატის აღიარების პრობლემა აღარ დგას. ფრანგული სკოლის მოსწავლეები საფრანგეთშიც სწავლობენ გარკვეული ხნის განმავლობაში, თურმე.
კარგი განათლების მიღებას რა ჯობს, მაგრამ მე მგონია, რომ მსგავსი მიმართულების სკოლები საერთოდ ამოვარდნილია ქართული სინამდვილიდან და რეალურად, მოსწავლეებს ზრდის იმისათვის, რომ უცხოეთში წავიდნენ. არა მგონია, რომ ქვეყანაზე (საქართველოზე) სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეს ბავშვს, რომელსაც ყველა საგანი, გარდა ქართული ენისა და რუსული ენისა, ინგლისურად აქვს სასწავლი. მშობელი კი 17კ-ს უხდის წელიწადში მხოლოდ იმისათვის, რომ მერე უცხოეთში წავიდეს და ისწავლოს. აბა, საქართველოს უმაღლესებში სასწავლებლად საჯარო სკოლა ან ზომიერფასიანი კერძო სკოლაც (ასეთებიც არის და ჩემს ახლო წრეში დაჰყავთ ბავშვები და კმაყოფილებიც არიან) სრულიად საკმარისია...ფაქტიურად, რაც რუსული სკოლები იყო ადრე, იგივეა ეგ "ევროპულ-ამერიკული" სკოლებიც. ანუ ზრდის ბავშვს ქვეყნიდან დასაკარგად. ვისაც სად უნდა, იქ წავა და ვერავის დაუშლი თავის ნებაზე მოქმედებას ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც სამწუხაროა, განა რამდენი ადამიანია ამ ქვეყანაში?
ხარისხიან განათლებაში კი მთავარი მაინც ბავშვის სურვილია. განსაკუთრებით მაღალ კლასებში უკვე მხოლოდ საკონტროლოდ და მიმართულების მიმცემაც სჭირდება სკოლა და მასწავლებელი, დანარჩენს თავისითაც ითვისებს და ინტერესებიც უნდა ჰქონდეს წესით ჩამოყალიბებული. ინტერნეტიც არსებობს და უამრავი ლიტერატურაა მისაწვდომი. სურვილი თქვით თქვენ, თორემ..
ზოგადად, დღეს გაცილებით მეტი შესაძლებლობაა ამის, ვიდრე მაგალითად, ჩემს დროს იყო. ბოლონიის პროცესს შეერთების შემდეგ ბევრი რაღაც გაიოლდა, მაგალითად, სტიპენდიის მოპოვება, საზაფხულო სკოლაში ენის კურსის გავლა, მაგისტრატურის გაკეთება და ა. შ... ერაზმუსითაც დადიან უკვე ქართველი სტუდენტები უცხოეთში (ევროპის ქვეყნებში, ძირითადად) და იქ ერთხელ რომ გაიკვლევ გზას, მერე შემდეგ ეტაპზე იოლდება საქმე..მოკლედ, მე მგონია, რომ მაგხელა საფასურის გადახდის გარეშეც არის შანსი, რომ ბავშვს ნორმალური განათლება მისცე და ზოგი რაღაცაზე თავადაც უნდა შეიწუხოს თავი მერე.
რაც შეეხება გაკვეთილებზე ძროხის წველის, ყველის ამოყვანის და ასეთების სწავლებას, რავი, მე მგონია, რომ აჯობებს, ეგ დრო სწავლას ან შემეცნებით გართობას დაეთმოს. შეიძლება, ექსკურსიაზე წაიყვანო ბავშვი სოფლად, ან რომელიმე კერძო მეურნეობაში და აჩვენო-რა და როგორ ხდება და სულ 1 დღე უნდა მაგას...ისედაც, საქართველოში ბევრს ჰყავს სოფელში ნათესავები და იქაც შეუძლია მაგის ნახვა, ტუ რამეა.
ნუ, ვასაძის სკოლაში ფასი-მისი საქმეა, მაგრამ იმის მიხედვით, რაც მაგათ საიტზე ვნახე, სულ რომ მაჩუქონ 9000 ლარი წელიწადში, მაინც არ მივიყვანდი ბავშვს. ფარსევლობაა ეგ ყველაფერი ჩემთვის.
იონათანსაქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!