#42315943 · 22 Sep 2014, 03:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიძინამ (ადრე უჩინმაჩინის ქუდით რომ დადიოდა და ქველმოქმედებდა) საჩხერლებს უფასოდ აუყვანა გაზი და მერე მუქთად აძლევდა. სახლში ხომ მოუშვეს ბოლომდე და აღარ რთავდნენ საერთოდ მერე (ვიღაც ჭკვიანმა მოიფიქრა) ბოსელში შეიყვანეს და ძროხებს ათბობდნენ ზამთარში არ შესცივდეთო. საჩხერლები რომ არიან იმიტომ კი არა ადამიანის ბუნებაა ესეთი. ნორმალური ეკონომიკა თუ გინდა გქონდეს ქვეყანაში არ უნდა მისცე ხალხს უფასოდ და იაფად არაფერი, არც დენი არც გაზი არც ბენზინი.
ფასები ყოველთვის წარმოსახვითია, ძვირი და იაფი პერიოდებთან შედარებაა მარტო. ბევრი რო იყოს მსოფლიოში ბენზინი და 80 თეთრი იყოს დღეს ფასი რა იაფი იქნებოდა? იგივე ლაპარაკი იქნებოდა, 40 თეთრი მიშას ჯიბეში მიდისო. (ამერიკაში 8 ჯერ მეტი ხელფასის და უფრო იაფი ფასების პირობებში, ასევე ამბობენ რომ ძვირიაო, იქ რო 2 ლარი გახდეს ბენზინი გადააყენებენ მთავრობას ალბათ)
მთავარი ჯანსაღი ეკონომიკაა ქვეყანაში და არა ფასები. ფასები შეიძლება უფრო ძვირიც იყოს მთავარია მაფიოზური წრეები არ იყოს ქვეყანაში. ბევრ ქველმოქმედებასაც და ხალხის გატყავებასაც ორივეს მავნე გავლენა აქვს ეკონომიკაზე.
--------------------
სასუშისე
|