ყველა ასაკის ვარ!
"დიდთან დიდი,პატარა პატარასთან!"

ამბობენ,სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიო.
მინდა გითხრათ,ვექტორი დიალოგსაც გააჩნია -კომუნიკაციების მიმართულება ნოოსისტემაში.
ის შეიძლება იყოს ჰორიზონტალური,
შეიძლება ვერტიკალური-ანუ დიალოგი სხვადასხვა დონის მოაზროვნეს შორის.
კარგია,როდესაც ერთ სუბიექტშია თავმოყრილი გონება/აზროვნების სხვადასხვა ტიპი...
ჰოო,არსებობს ასეთი კონცეპცია-"ინტელექტის მრავალი დონე".
ჩემი აზრით,დიალოგი ასეთ სუბიექტებს შორის გამოდის ყველაზე რაციონალური,ლოგიკური,
მაშინ როდესაც ადამიანები აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან,
მაგრამ ამავე დროს შინაგანი,ინტიმური ერთიანობა აქვთ!