Precursor
ერის მამა

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9096
წევრი No.: 25329
რეგისტრ.: 7-November 06
|
#42312385 · 21 Sep 2014, 21:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dega
| QUOTE | | მაკენას ოქროთ დაწყებული გოიკოს ფილმებით გაგრძელებული და ხაროში პლახოი ზლოით დამთავრეებულიყველაფერი ტენეს კამუნისტებმა მარა მაინც ვერ გაიგეთ და ჰააააააააააა...აღარაფერს ვამბობ ფრანგების და იტალიურ სოციალურ ფილმებზე... მაინც და მაინც რემბო და ტონი მონტანა ავირჩიეთ ერო და კი ვართ კაი სანახავი |
ფრანგული და იტალიური სოციალური ფილმები ევროპაში არ აღიქმებოდა რაღაც სასწაულად - მეორე მსოფლიო ომის დროსაც და მერეც, წლების განმავლობაში, მთელი დასავლეთი ევროპა ტალონებით იკვებებოდა - სოციალური სოლიდარობა დასავლეთმა დაუპირისპირა კომუნიზმის სოციალურ თანასწორობას, რომელიც მხოლოდ ბუტაფორია იყო პარტელიტის ფუფუნების შესანიღბად...
ჩვენ გვაწუხებდა გმირებისა და თავზეზელაღებული ტიპების ნაკლებობა და ამიტომაც შევისრუტეთ რემბოები... ნაკლებობა კი იმიტომ იყო, რომ სახელმწიფო გაიძულებდა ქურდობას და მერე ცეპზე ეჭირე...
დასავლეთი ევროპა მეორე მსოფლიო ომამდე, თუ არ ჩავთვლით ფაშისტურ დიქტატურებს, კლასობრივად უაღრესად გახლეჩილი იყო - მილიონობით უბრალო ადამიანის მსხვერპლმა შეანჯღრია და გამოასწორა დასავლეთი და დღეს თუ სადმეა სოციალური სოლიდარობა, ეს ევროპაშია... ის სოციალური ფილმებიც ამ იდეის ხალხში დამკვიდრებას ემსახურებოდა...
masai11
| QUOTE | | თითოეული მორწმუნე, თავის ყოველდღიურ, ყოფით საქმიანობას არ განიხილავს როგორც სარწმუნოებრივ აქტს, |
ამ სEგნებამდე რომ მივიდეს ადამიანი, ზოგჯერ სიცოცხლეც არ არის საკმარისი - ამიტომაც, შრომისადმი ასეტ დამოკიდებულებას ბავშვობიდან უნდა ასწავლიდნენ, ანუ სკოლა და სახელმწიფო უნდა მართავდნენ ამ პროცესს, ხოლო ეკლესია ხელს არ უნდა უშლიდეს თავისი მსახურების ჯიპებისადმი სისუსტით...
| QUOTE | | ის სამუშაო რომელსაც ის ასრულებს ხელფასისთვის თუ ისე - მისთვის არ არის ღმერთისთვის მისართმევი ძღვენი. რწმენისთვის მას კონკრეტულად გამოყოფილი დრო და ადგილი აქვს, ასევე კონკრეტული, დადგენილი მოქმედებებით. ამიტომაცაა, რომ "ღრმად მორწმუნე" და "სტაჟიანი" მრევლიც ეკლესიის გარეთ ისეთივე ყალთაბანდი და მაიმუნია სამქეში, ისეთივე საშოვარს და თანამდებობას გამოდევნებული, როგორც რიგითი ურწმუნო. |
ანუ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუკი ეკლესიაში შევლენ და სანთელს დაანთებენ, ამითი ღმერთს მოატყუებენ... უმრავლესობას ღმერთი ღრუბლებში წამოწოლილი ჭაღარაწვერიანი სკლეროზიანი ბაბუა ჰგონია, რომლის მოტყუებაც "მოსულა"... ბალღობიდან მოკიდებული, ყველაზე მეტად ქურდული სამყაროს ღვთისმოსაობა მახალისებდა...
| QUOTE | | ხო და რაღაც ბოდვებზე ქადაგებებს - ანგელოზი მოიჰფრინდა და წაიფრინდა და ასეთი სხვა სისულეები - ჯობია ხალხს სულ მარტივი რამ აგვიხსნან და დაგვაჯერონ - ყსაბი ხარ, პარიკმახერი, ექიმი, გამყიდველი , მასწავლებელი, ჟეშტიანშიკი თუ მინისტრი , შემი საქმე აკეთე ისე რომ შენი სათაყვანებელი ღმერთისათვის მისართმევი ძღვენი იყოს. შეიძლება სხვა ბევრად უკეთ აკეთებს იგივეს მაგრამ შენ მთელი შენი გული და სული ჩადევი, გულწრფელი იყავი და შეიწირავს უფალი.ხო და როცა ასე იცხოვრებენ მორწმუნები (რომელთა რიცხვიც თურმე მოსახლეობის 90%ს შეადგენს) ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსება და კარგი ცხოვრებაც მოვა. |
სამწუხაროდ, ეკლესია ღვთისმსახურების მხოლოდ ზედაპირულ ფორმას სჯერდება... აგერ, 25 წელია, ბუზსაც ვერავინ აუფრენს მათ, მაგრა რაა როო? თანაც, მარტო ქადაგებით შრომას ვერ შეაყვარებ ადამიანს - ბავშვობიდანვე უნდა მოასინჯინო ადამიანს შრომის ყველა იარაღი და შეაყვარო, თორემ ვისაც ხელები უკანალიდან ეზრდება, ისინი, როგორც წესი, კომსომოლებად ყალიბდებიან... ანუ, ჩინოვნიკებად...
beatlesflacone
| QUOTE | | ოღონდ ადამიანი სუსტია, ეშინია კარგად ყოფნის და ირჩევს სხვა გზას, გზას განმარტოებისა სხვების ჭირვარამისგან, ბავშვობის სიხარულისა და მეგობრებთან ბურთაობისაგან მოგვრილი ბედნიერების დავიწყების გზას. |
ადამიანი სუსტი მაშინაა, როცა დესოციალიზირებულია - როცა მას ეზღუდება სოციუმთან ურთიერთობა. ასეთი ადამიანი ადვილად სამართავია და მქონებელთა კასტისთვის იდეალური მოქალაქეა - ე.წ. კანონმორჩილი...
| QUOTE | | ეს იდეა, კომფორტის იდეა, რომელსაც აწვება კაცობრიობის კარგა მოზრდილი ნაწილი, არის სრული ანტიპოდი იმის, რითაც კაცი უნდა იყოს გატაცებული, მაგრამ საკმაოდ გვიანია უკვე, რაკიღა აღმოჩნდა, რომ მონა მონაა 4ever. |
კომფორტის იდეა ხშირად გულისხმობს ფუფუნების საგნებსაც, არადა ამ სფეროს, როგორც წესი, ისეთი ავადმყოფები მართავენ, რომ დავასახელო, მეტყვიან, ჰომოფობი ხარო... კაი, ჯანდაბას, ვიტყვი: მთელს მსოფლიოში, ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა არის მხოლოდ ჰომოსექსუალური საძმოების ხელში და არაჰომოსექსუალს ამ ბიზნესში არც კი შეასუნინებენ...
კომფორტი როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა, თუკი მის სანაცვლოდ უფრო ძვირფასის დათმობა უხდება? ამიტომაც ადამიანს მანამდე ართმევენ იმას, რაც უფრო ძვირფასია და ღირებული - სულს, ღირსებას; და მერე უკვე შთააგონებენ, რომ კომფორტი არის ის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს...
primatii
| QUOTE | | სანამ ამას წავიკითხავდი, მანამდე კაპიტალიზმისა და სოციალიზმის რაობაზე დავიწყე ფიქრი. ხან ადამ სმიტი გამახსენდა, ხან კეინსი და ხანაც ფრიდმანი.შენ კიდევ მართლა AU-ზე წერ თურმე მაგ ლოგიკით მარნეულელი მამედა საქართველოში ყველაზე "მაგუშესტვენნი მუჟიკია." |
კიდევ კარგად გადაიკითხე თავიდან - ოღონდ სმიტებსა და ფრიდმანებზე კი არა, სანაგვეებში ინტელიგენტური გარეგნობის მოხუცები პურის ნაჭრებს რომ ეძებენ, იმათზე იფიქრე...
Nirvana11
| QUOTE | | ჩვენი კარგი ცხოვრება მოიცავს სხვისი ცუდი ცხოვრების სურვილსაც, ეს შეიძლება გაცნობიერებული პროცესი არ იყოს, მაგრამ ქვეცნობიერში დალექილი ეს მენტალური სიბუნძურე არის ფაქტი, რა ფასი აქვს შენს 4 სართულიან სახლს თუ მეზობელმაც 4 სართულიანი მოგიდგა გვერდით? რა ფასი აქვს შენს აიფოუნს თუ შენს თანამშრომელსაც იგივე აქვს? რა ფასი აქვს შენს დასვენებას იბიცაზე თუ შენი ნათესავი გვერდით მოგიჯდა შეზლონგით? .... ა.შ და ა.შ. |
თუკი ადამიანი ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების ნაწილობრივ რეალიზებას მაინც, მას აღარ უჩნდება სურვილი სოციუმში თავი დაიმკვიდროს პენტჰაუზებითა და ჯიპებით... * * * exploit
| QUOTE | | ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სხვაზე მეტი პრივილეგიები მოიპოვონ სხვაზე უკეთესი კომფორტი შეიქმნანვიღაცა ამას მიაღწევს და ვინც ვერ მიაღწევს იქნება დეპრესირებულ მასებში |
ამას ერთეულები, სუსტები, შეშინებულები ცდილობენ! თავდაჯერებული ადამიანები არასოდეს არ ესწრაფვიან დარეზერვებას, დაზღვევას, პრივილეგიებს... | QUOTE | | ამ ცხოვრებისეულ ქაოსს ბუნება აბალანსებს მუდმივად ვიღაცეები წინ მიდიან ვიღაცეები უკან. |
მათ შორის, სისხლიანი რევოლუციებით, არა?
ბუნების ძალებზე აპელირება ეკლესიას დავუთმოთ, ხოლო ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რისთვის საკმარისი გონებაც გვაქვს - მგელი რომ მგელია და ჯოგის ალფა, ნადირობიდან რომ ბრუნდება, თავისი ჯოგის ყველაზე ჩმორ წევრსაც კი, რომელსაც ნადირობაც კი ეკრძალება, საკუთარი პირიდან ჰკვებავს, თითქოს საკუთარი ლეკვი იყოს... მგელზე უფრო მგლები რომ ვართ და ღორზე უფრო ღორები, მე ეგ მაღონებს, თორემ მეეზოვესა და ცერნის კოლაიდერის დამპროექტებლებს ერთნაირი ხელფასები ჰქონდეთ-მეთქი, მე ეგ არ მითქვამს...
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|