მართლა ვერ ხვდებიან, მე მგონი, ვინაიდან პროპაგანდა ძლიერად მოქმედებს..
ისე საინტერესო თემაა, რუსეთი საერთოდ როგორც ასეთი რაღაც რომ წარმოადგენს დღეს.. არის
სტალინის დამსახურება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. რუსეთს სჭირდება კარგი მმართველი და
ყველაფერს შეასრულებს და დაიცავს კბილებით თავის იმ მდგომარეობას რომელსაც ის მმართველი
დაუფიქსირებს.
ამიტომაც არის მთავარი რომ საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა ევრაზიის ტერიტორიაზე..
ევროპას ჰყავს ასეთი ქვეყანა შვეიცარია, რომელიც ევრო კავშირის წევრი არაა მაგრამ ევროპის გულია.
და კარგადაც არის დაცული ამით, დანარჩენ ევროპას კი გერმანია ბატონობს, ამერიკა კი ყველგან
ცხვირს ყოფს, რომ თავისი თავი დაიცვას და სხვებს კისერიც უტეხიათ, პროვოკაციებსაც უწყობს სხვებს..
თუ რუსეთს უნდა რომ ევრაზიის კავშირი შექმნას, მაშინ მან უნდა საქართველო გააერთიანოს ისევ და
სოჭიც მიცეს თანაც თურქეთს წაართვას საქართველოს მიწები, მოკლედ საქართველოს ნეიტრალურობა
დაიცვას იმ მიზნით რომ შექმნას საყრდენი წერტილი ევრაზიის კავშირის შესაქმნელი, ასეთი როლი ითამაშა
შვეიცარიამ ევრო კავშირისთვის, აი მაშინ იქნება რუსეთის ინტერესებში საქართველოს ნეიტრალურობის დაცვა,
კარგადაც დაიცავს მიწებსაც კი მიუერთებს არა მარტო ოკუპირებულს დაუბრუნებს, ამით კარგ იმიჯსაც შეიქმნის.
ისევ თავისი ინტერესების დასაცავად, ერთ პატარა საქართველოს როგორმე დაუთმობს და მართლა დაიცავს,
სამაგიეროდ მიიღებს საკმაოდ დიდ ევრაზიის კავშირის ნდობას და შექმნის კიდეც, ვინაიდან სხვა ყოფილი
საბჭოთა ქვეყნები დაინახავენ რომ რაღაცა კარგს აკეთებს ეს რუსეთიო და ნდობას გამოუცხადებენ, საქართველოში
აწარმოონ მერე მოლაპარაკებები, როგორც ნეიტრალურ ქვეყანაში ... ამერიკა და ევრო კავშირი ჩვენ გაგვატყავებენ
და ვალებში გაგვჭედავენ მერე კი შეიძლება საბრძოლო პოლიგონიც მოაწყონ რუსეთან და გაგვანადგურონ ამით. ასე რომ...
რუსეთიც უნდა დაფიქრდეს ვინაიდან მის ინტერესებშია ეს და საქართველომაც უნდა კარგად მოიფიქროს თავისი
ნეიტრალურობის სტრადტეგია, თორემ ერთის მონობიდან მეორეს მონობა არ გვარგებს.. ნეიტრალურობის შენარჩუნება
ყველაზე კარგია, შვეიცარიას ძალიანაც აძალებდენ ევრო კავშირის წევრობას მაგრამ ხალხმა ნეიტრალუობა არჩია
და ხმების მეტი რაოდენობით ასე ნეიტრალური დარჩნენ, ის ეკონომიური კრიზისი არც კი შეეხოთ ამის გამო..
პს.
რაიმე მორალით არ ეხმარებიან სხვას, ყველას თავისი აინტერესებს, მაგრამ როცა ინტერესია და პრინციპული
ვარიანტი, აი ამას მაგრად იცავენ, ყველა ქვეყანა პრინციპულს უფრო იცავს ვიდრე ეროვნულს, ასე რომ პრინციპული
ქვეყანა უნდა გავხდეთ რუსეთისთვის, რომ დაიცვას საქართველო პრინციპულობიდან გამომდინარე, რომ თქვან
ეს ჩვენი ნეიტრალური ქვეყანაა და თითი არავინ დააკაროსო. აი მიზეზი და ხერხი რომელიც ღონეს სჯობია...
This post has been edited by Artist on 30 Sep 2014, 00:50