სააკაშვილს ამერიკა სამუშაო ვიზის შემდეგ პოლიტიკურ თავშესაფარზეც უარს ეტყვის?
"ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში დიდი გლოვა აქვთ გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილს აშშ-ს საკონსულომ ამერიკაში სამუშაო ვიზა არ მისცა. "ალიას" ეს ინფორმაცია სწორედ "ნაცმოძრაობის" მთავარი ოფისიდან მოაწოდეს. მისი უტყუაროა, მალე გაირკვევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ პარტიის ოფისში დიდი პანიკაა, ნიშნავს, რომ ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია სარწმუნო უნდა იყოს და ამიტომაცაა, რომ "ნაცებს" დანა კბილს არ უხსნის. ჩვენთვის უცნობია, ეს ინფორმაცია პარტიის ლიდერებს თავად სააკაშვილმა დაუდასტურა თუ არა. სააკაშვილისთვის ამერიკის სამუშაო ვიზის არმიცემას, ერთი ფაქტი კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის. მაისში, საქართველოს ექსპრეზიდენტს სამსახურზე უარი უთხრა ტაფტის უნივერსიტეტმა. ამერიკული პოლიტიკური ელიტა სააკაშვილს კარგა ხანია, ცუდი თვალით უყურებს. თეთრ სახლში კი სააკაშვილს, ფაქტობრივად, მხარდამჭერი აღარ დარჩა. ბარაკ ობამას გუნდი აშკარად არ სწყალობს სააკაშვილს. "ალია" აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო სამართლის იურისტ ზურაბ მამულაშვილს ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სააკაშვილს ამერიკა სამუშაო ვიზის შემდეგ პოლიტიკურ თავშესაფარზეც უარს ეტყვის?
"თითოეული სახელმწიფო თავად წყვეტს, რომელ ადამიანს მიცეს ამუშაო თუ სხვა სახის ვიზა, ეს ინდივიდუალურია. ამერიის კანონმდებლობაში ზუსტად როგორ წერია, ვერ გეტყვით, მაგრამ საკონსულო ინდივიდუალურად წყვეტს, რომელ ადამიანს მისცეს თუ არ მისცეს ვიზა. რა თქმა უნდა, საქმე ეხება კონკრეტული ქვეყნის ექსპრეზიდენტს, საკონსულო აუცილებლად გაითვალისწინებს იმ ინფორმაციას, რასაც მასზე სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიიღებს. ასეთი პიროვნებისთვის სამუშაო ვიზის გაცემის საკითხს, არა მგონია, მარტო კონსული წყვეტდეს. მით უფრო, როცა ვიზის არმიცემაზე ვლაპარაკობთ. მეეჭვება, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდელად მიეღო ონსულს. ცხადია, თუ ეს მართლაც ასეა, ამერიკის ხელისუფლების უფრო მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი ვიზის საკითხი", - აცხადებს ზურაბ მამულაშვილი.
"როცა ასეთ პიროვნებას არ აძლევენ ვიზას, ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილევაა. კონსული და ელჩი ამას საუთარ თავზე ვერ აიღებენ. 6 თვის შემდეგ შეუძლია ხელახლა შეიტანოს და განიხილავენ. ტურისტული ვიზით გამორიცხულია სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციის წაითხვა. მაგას სამუშაო ვიზა სჭირდება, ისე ლექციას ვერ წაიკითხავს და ვერც ანაზღაურებას მიიღებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ მამულაშვილი.
"თუ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამუშაოსაც არ აძლევენ ამერიკაში, ცხადია, ის ამერიკის ხელისუფლებამ საბოლოოდ გაწირა. ამას რა მოჰყვება, შეგვიძლია ვივარაუდოთ. ამერიკის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი "ნაცმოძრაობის" დაშლის პროცესი დაჩქარდება და ვეღარც გიგა ბოკერიას დაანონსებული კანონიერი გზებით მოაწყობენ რევოლუციას, რადგან ამ ყველაფერში, მათ, უპირველესად, სწორედ ამერიკის პოლიტიკური წრეების მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს კი, უარესად წაუვა საქმე. მას დიდი იმედი აქვს, რომ, თუ მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა გამწვავდა და ინტერპოლით დაუწყებენ ძებნას, პოლიტიკურ თავშესაფარს ამერიკაში მიიღებს და ამას არც "ნაციონალები" მალავენ. საქმე კი, სავარაუდოდ, იქითკენ მიდის, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილსაც უარი უთხრან პოლიტიკურ თავშესაფარზე ამერიკაში. ჩანს, რომ მისმა ლობისტებმა ყველანაირი გავლენა დაკარგეს და ვეღარაფრით ეხმარებიან თუ სამუშაო ვიზაზე უარი უთხრეს. თუ მიშა გაწირა ამერიკის ხელისუფლებამ, უკვე ნათელი ხდება, რომ არც ერთ "ნაციონალს" არ გადაუსვამს თავზე ხელს და პოლიტიკურ თავშესაფარს, სავარაუდოდ, არ მისცემს", - დაასკვნის სტატიის ავტორი.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-30092014.html
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3