მეცინება ხოლმე პიარი არ გვივარგა ქოცებსო თორემ.... ჯერ საქმე მერე პიარი, პიარი შენს მაგივრად საქმეს ვერ გააკეთებს
2003-2004-ში ნაცებს ჰქონდათ სათქმელი და ნებისმიერს ახოხიალებდნენ, მაგ.:
1. პატრულის რეფორმა და შედეგად ქუჩებიდან გაიშნიკების გაქრობა
2. წინა ხელისუფლებისგან გადმოყოლილი გაუცემელი პენსიების გაცემა
3. ენერგოუზრუნველყოფის გაუმჯობესება
4. ადმინისტრაციული რეფორმა - კორუმპირებული საგადასახადო/საბაჟოს მოსპობა
5. ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა, პენსიების ზრდა და ა.შ. მერე გზების დაგება და ა.შ. მერე ამ ყველაფერს კრიმინალის შემცირება წამოეწია, ქუჩაში საყურეებს რომ ახევდნენ ქალებს, მერე სიღნაღი, ბათუმი, გაზრდილი ბიუჯეტი, გაათმაგებული პენსია დაემატა, ნუმერ 1 რეფორმატორი, რეიტინგები, ტურიზმი და გინდა არ გინდა სათქმელი ჰქონდათ.
ეს ხომ ფაქტია რომ ასე იყო? შესაბამისად ადვილი იყო ამ ყველაფრის პიარი და ნებისმიერ ოპონენტს ამ მიღწევებს ააფარებდნენ სახეზე ნებისმიერ კრიტიკაზე, იქნებოდა ეს ციხეში წამება, ბიზნესის ახევა თუ სხვა. აბა რომ დამჯდარიყვნენ და ეძიკას 9 წელე ეძახათ (თუ რამდენი წელიც იყო), 9 წელე ვერ გაქაჩავდნენ ნაცები.
ეხლა ქოცებმა რა უნდა იძახონ? უფასო წიგნები? იძახეს უკვე. უფასო ჯანდაცვაც სთქვეს, პენსიების ზრდა ნუ ნამეტანი ნაგლობაა მერაბიშვილის ბიუჯეტის პენსიას რომ თავისად გაიპიარებ და აწ უკვე მესამე წელი იწყება, დაავიწყდათ 250 ლარიანი პენსია. ნუ განახევრებულ კომუნალურებზე და საწვავზე, რა უნდა გაიპიარონ? კი იჭაჭება კალაძე 5-10 თეთრი დააკლდაო გაზს თუ დენს, ისიც გარკვეული კატეგორიისთვის, მარა ეს არ არის ის რასაც ჰპირდებოდნენ. არც გათავისუფლებული ბიზნესი არ სჩანს ჰორიზონტზე, არც იპოთეკარებისთვის ვალების გადახდა არის რეალური. ხოდა დადიან და გაჰყვირიან 9 წელეს, თავისუფლად ვსუნთქვავთ, ღირსება აღსდგა... აბა ერთი ტრანსფორმატორი გახსნა ნახევარმა მთავრობამ და პანდუსი, და გადააყოლეს ზედ, მაგას ხომ ვერ გააპიარებენ

ა ჰო, ფეიფალი შემოვიდა, სულ დამავიწყდა