აქაც დავწერ, კი დასაზარებელია ამდენის კითხვა მარა მაინც ^_^ დღეს სამწუხაროდ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს მცდარი წარმოდგენა კანაფის ე.წ "მარიხუანას" ეშმაკისეულობაზე, მის მავნებლობაზე და ა.შ, მე გეტყვით რამოდენიმე დეტალს თუ რატომ აიკრძალა თავის დროზე კანაბისი და რატომ იკრძალება დღემდე, გეტყვით მის მართლა უნიკალურ თვისებებზე, კანაბისის მტრებზე და მის მომავალზე მსოფლიოში, მე მოვიყვან აშშ-ს მაგალითებს, რადგან საქართველოს თავად არ გადაუწყვეტია ამ მცენარის კრიმინალიზაცია, გაეროს მოთხოვნით გახდა აკრძალული და არ არსებობს რაიმე ფაქტი და არგუმენტი თუ საქართველოში ვის როდის რა საფრთხე შეუქმნა ამ მცენარემ.
ფსიქიატრისტმა და ნეუროფსიქოფარმატოლოგისტმა, პროფ. დევიდ ნუტ-მა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის DEA-ს ერთ-ერთ კრებაზე, სადაც იმყოფებოდა რამოდენიმე სენატორი და კიდე სხვა წამყვანი პოლიტიკოსები, წინაპირობად თქვა "საუბარი დავიწყოთ ალჰოლიზმთან ბრძოლით" ამ სიტყვებს კი მოყვა სიცილი და პასუხი რომ ალკოჰოლი ნარკოტიკი არ არის, დღეს მხოლოდ ნარკოტიკბს განვიხილავთ. ანუ რა გამოდის? საზოგადოებასთან ერთად ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტად უნდა იცნობდნენ ზოგადად ნარკოტოლოგიას არც თუ ისე კომპეტენტურები არიან. დიახ ალჰოლოლი ნარკოტიკია, ისევე როგორც კოფეინი, სიგარეტი, ვიაგრა, ტალინოლი, ასპირინი და მრავალი სხვა, რომლებსაც საზოგადოება მხოლოდ იმიტომ არ ეძახის ნარკოტიკს რომ ის უბრალოდ ლეგალურია და მას ყოველდღე მოიხმარენ, პირველ რიგში ზუსტად ამიტომ არის ისეთივე აბსურდი ადამიანს აუკრძალო კანაბისი როგორი აბსურდიცაა აუკრძალო ალკოჰოლი ან თუნდაც კოფეინი, მაგრამ, ალბათ ეხლა ფიქრობთ რომ რატომ ვაიგივებ ზევით ჩამოთვლილ ნარკოტიკებს კანაბისთან? იმიტომ რომ მეცნიერულად მარიხუანა ბევრად უფრო უვნებელთა კლასს მიეკუთვნება ვიდრე ხსენებული ნარკოტიკები, თუმცა, კოდექსურად ის გაიგივებულია ისეთ მძიმე ნარკოტიკებთან როგორებიცაა მეტანფეტამინი, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი და სხვა მძიმე ნარკო საშუალებები, ამ თემაზე იყო დასმული რამოდენიმე კითხვა, ვთქვათ ბლუმენაუერის კითხვა ნარკო პოლიციის უფროსის. ბოტიჩელის მიმართ, იხილეთ ვიდე (საუბარი მიმდინარეობს ინგლისურად)
https://www.youtube.com/watch?v=qj-n082LsI4#t=31შესადარებლად კი შემდეგ სქემას გადახედეთ
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/hpho...093ad163c0e3599ვის აწყობს რომ კანაბისი იყოს აკრძალული?
1) აუცილებლად მთავრობას ისეთი ქვეყნის როგორიცაა ამერიკა, რატომ? პასუხი შემდეგნაირია, თუკი გადავხედავთ
http://www.worldometers.info/ ინფორმაციას, ღამის 12 საათიდან ამ დრომდე სანამ მე ამ ტექსტს ვწერ (8:25Pm) არალეგალურ ნარკოტიკებში დახარჯულია 935,635,214 ამერიკული დოლარი(ნარკო კარტელების 70% მარიხუანას ბიზნესითაა დაკავებული), დიახ 1 დღეში, ამ წლის მაჩვენებლით კი 63 მილიარდზე მეტია, სად მიდის ამ ფულის უმრავლესობა? სად მიდიოდა ამხელა თანხა აკრძალვიდან დღემდე? სენატში, ცენტრალურ დაზვერვაში (გარი ვების სტატია საუკეთესო მაგალითია) პენტაგონში, ნიკარაგუის და სირიის რევოლუციებში. ამ ყველაფერს თან დაერთვის DEA-ს არაკანონიერი უფლება რომელიც არ ერგება ამერიკის კონსტიტუციას, ჩამოარჩვას ამა თუ იმ ნარკო დამნაშავეს ქონება, სახლები, ძვირფასი ავტომობილები, ძვირადღირებული ნივთები და მრავალი სხვა, რომელიც ყოველ წელს იყიდება აუქციონის სახით, ხოლო ეს ქონება მათ ისევ იმ ნარკოტიკებითააქვს ნაშოვნი რომელიც ცენტრალურ დაზვერვას და მრავალ სხვას თავად შეაქვს შეერთებულ შტატებში (იხილეთ ფილმი Kill the messenger - რეალურ ფაქტებზე დამყარებული, გარი ვების ისტორია)
2) პრივატიზირებული ციხეების მულტიმილიარდელურ ფირმებს როგორიცაა CCA (http://www.cca.com/) რომელთანაც ამერიკის მთავრობა აფორმებს ხელშეკრულებას და ვალდებულებას იღებს რომ ციხე შეივსოს მინიმუმ 80%-ით, როგორ ასრულებს ამ ვალდებულებას სახელმწიფო? მარიხუანის კრიმინალიზაციით, ზუსტათ მარიხუანის გამო იხდის სასჯელს ამერიკაში პატიმრების უმრავლესობა, და იცით რომ მსოფლიოში ყოველი მეოთხე პატიმარი, თავისუფლების ქვეყნის, აშშ-ს მოქალაქეა? მხოლოდ კალიფორნიის შტატში ბოლო 5 წლის მანძილზე დაინგრა 12 სკოლა და აშენდა 21 საპატიმრო, განთავისუფლდა 5000-ზე მეტი მასწავლებელი და სამუშაოდ აყვანილი იქნა 14000 ციხის მომსახურე პერსონალი. მოსამართლე ქივარელა, ადამიანი რომელმაც აიღო დიდი ოდენობით ქრთამი პრივატიზირებული ციხეების წარმომადგენლებისგან, უკანონოდ გაუშვა 10 წლამდე სასჯელით ციხეებში მრავალი არასრულწლოვანი, მიზანი კი ის იყო რომ სახელმწიფოსგან არასრულწლოვან პატიმარზე 5ჯერ მეტი გადასახადი მისდით CCA-ს მსგავს კომპანიებს, ერთერთმა არასრლწლოვანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე (იხილეთ ვიდეო)
https://www.youtube.com/watch?v=zZM7NzwPQVQ3)ნავთობ მაგნატები, აქ პასუხი ძალიან მარტივია, კანაფით მზადდება ერთ-ერთი ყველაზე ნატურალური ქსოვილი, თვითნ კანაფი კი ძალიან ადვილი მოსაყვანია, ის თავის თავად ხდება საფრთხე შავი ოქროს მფლობელთათვის დამატებითი შემოსავლის წყაროს მოპოვების, რა მატერიასაც კაცობრიობა მოიხმარს აბსოლიტური უმრავლესობა გახლავთ ნავთობ ნარჩენებისგან შექმნილი სინთეთიკა
4)ფარმაცევტული კომპანიები(2013 წლის გამომუშავება 6 დიდი ფარმაცევტიული კომპანიის 85 მილიარდი დოლარი.) მისი დეკრიმინალიზაციის დღიდან ის ბევრად უფრო იაფი გახდება ვიდრე სხვა ფარმაცევტული საშვალებები რომელსაც ის გაუწევს კონკურენციას, აი ამიტომ სჭირდებათ ფარმაცევტულ კომპანიებს მისი კრიმინალიზაცია. გაეროს მოთხოვნით მარიხუანას ნებისმიერი სახით სამედიცინო სფეროში გამოყენებაც კი აკრძალულია, მაშინ როდესაც ვთქვად ქსანექსი და ვალიუმი შეიცავს ბენზოდიაზეპამს, თქვენ შეიძლება იკითხოთ რა სამედიცინო დანიშნულება შეიძლება ქონდეს არალეგალურ მცენარეს? პასუხი უფრო და უფრო აშკარავდება დროთა განმავლობაში, ყველაფერი იწყება იქიდან რაც ყოველ ჩვენთაგანს გააჩნია, მას ენდოკანაბინოიდური სისტემა ქცია, მავანნი ფიქრობენ რომ კანაბისი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბიოლოგიურ სისტემაზე, ეს ასე არაა, ჩვენ ვართ ქმნილებები რომელსაც პირდაპირ გაგვაჩნია ყველა შეთავსებადი რეცეპტორი კანაბისთან, ის იმეორებს ენდგოგენურ ქიმიურ გაერთიანებას ორგანიზმში რომელსაც ენდოკანაბინოიდური სისტემა ქვია, აი ამიტომ გვაქვს რეცეპტორები რომელიც არსებობს კანაბისისთვის, კანაბინოიდი ეხმარება უჯრედებს ფუნქციონირებაში, მისთვის არააქვს მნიშვნელობა რას შვება უჯრედი, ისრუტავს თუ გამოყოფს, ახდენს სინთეზირებას თუ გადალაგებას რამისას, უბრალოდ ეს რომელიმე ხდება უფრო ეფექტურად, ასე ვთქვათ, მედიცინა არასოდეს არ შეხებია მსგავს სუბსტანციას. ჩვენ შევეგუეთ სქემას 1 წამალი 1 მოქმედება, კანაბისის შემთხვევაში კი ჩვენ გვაქვს საქმე მოლეკულასთან რომელსაც შეუძლია იპოვოს რეცეპტორი ნებისმიერ უჯრედში და მისცეს მას საშუალება უფრო ეფექტურად მოქმედების. მისი დეკრიმინალიზაციის დღიდან ის ბევრად უფრო იაფი გახდება ვიდრე სხვა ფარმაცევტულის აშვალებები რომელსაც ის გაუწევს კონკურენციას, აი ამიტომ სჭირდებათ ფარმაცევტულ კომპანიებს მისი კრიმინალიზაცია...
დღეს სულ ეს იყო დავიღალე, ამ ამბის მცოდნეები მიხვდებიან საიდან ყველა ეს ინფორმაცია, და დავწერე იმათთვის ვინც არ იცოდა ))) კიდევ ძალიან ძალიან ბევრის დაწერა მინდა მაგრამ დავიღალე მაგრად