საფრთხე კი არის, ჩემთვის პირადად შეუსაბამოც არის აქ პოსტვა.
უბრალოდ არ მოვიხმარ, მაგრამ ვაფიქსირებ ხმამაღლა ჩემს პოზიციას.
უბრალოდ არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე სადაც ჩემი პოზიციის დაფიქსირების მეშინია.
იმიტომ ვპოსტავ რომ ვთვლი რომ ბევრი უსამართლობა ხდება მართლაცდა.
ალკოჰოლი, კალიკები, სააფთიაქო წამლები, სიგარეტი და ა.შ
არავის ადარდებს და მართლა სასარგებლო დადებითი და პოზიტიური უვნებელი მარიხუანა ქვეყნის ღალატია.
რაც ჩამოვთვალე ის არავის ადარდებს. იმიტომ რომ ბიზნესია და ხალხის გასაჭირზე მართლა ფულს აკეთებენ. ანტიდეპრესანტებს რომ სვამენ ეგ არ არის დანაშაული. რას უშვება ეგ ანტიდეპრესანტები გინახავთ? მიჩვევა რო იცის თან?

ჩემი აზრით ხვალვე რომ გახდეს ლეგალური. ჯერ ძალიან ბევრი ფული შევა ბიუჯეტში. აი ძალიან ბევრი. მერე საქმე მიეცემათ ძალიან ბევრ უსაქმურს ეხლა რო გარეთ დალევის და ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებენ.
არცერთი ნეგატიური შედეგი არ მოყვება.
დასირებული უფრო დასირდება. ან უფრო სწორედ ეხლაც დასირებულია.
შეგნებული ადამიანი ვინც სწავლობს მუშაობს რაღაცას ქმნის და ა.შ ის გააგრძელებს იგივეს. უფრო მეტი ენერგიით. დადებითი ენერგიიტ.
ხანდახან თუ მოწევს არაფერი დაშავდება ამით.
ახლა კი საშინელი სურათია. იმდენად საშინელი და მძიმე სურათია რომ დღესვე ლეგალიზაცია საერთოდ არ შეცვლის ფონს. ოდნავ უკეთესობა იქნება მხოლოდ. როცა როგორც წესი ეს დადებითი მოვლენა უნდა იყოს.
ამიტომ არ შეგეშინდეთ ხმამაღლა თქვენი აზრის დაფიქსირების. როდემდე უნდა იცხოვროთ შიშში.
ჩვენი უფლებები ჩვენ უნდა დავიცვათ ხმამაღლა.
ისე ძაან კი კიდიათ რა უნდა ხალხს და უმრავლესობას, მაგრამ მაინც. დავწეროთ მაინც იქნებ დაფიქრდნენ.