#42429558 · 3 Oct 2014, 11:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთთან დაახლოება და დასავლეთისგან დაშორება გეგმის მიხედვით ეტაპობრივად მიმდინარეობს. უბრალოდ ამას პორდაპირ ვერ ამბობენ, არაპოპულარული იქნება ამის თქმა. დეკლარირებულად ვითომ ევროპა სურთ. ამის კარგი მაგალითია უამრავი გაშმაგებული რუსეთუმე ამ ფორუმზე, რომლებიც ტვინგადაკეტილი ქოცები არიან. თითქოს ხომ პარადოქსულია, თუკი ოცნება პროდასავლურია, მაშინ რატომაა ასე? წესით ხომ პირიქით უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ქართველებს გვახასიათებს ფარისევლობა და ეს ფარისევლობა კარგად დახვეწეს კომუნისტური მმართველობის ხანგძლივ ეპოქაში. ვილაპარაკოთ ასე, მაგრამ ვაკეთოთ ისე. ეს რუსეთუმე სასტავი გრძნობს ამას, რადგან მათ სწორედ ყველაზე კარგად აქვთ განვითარებული ეს ინსტიქტი. ეს პროცესი გასაგებია რომ ასე მიმდინარეობს და ამას კოალიციის შიგნითაც კარგად ხედავენ, მაგრამ თვლიან, რომ ჯერ ადრეა ამის წინააღმდეგ წასვლა. მათ არა აქვთ ფული და ჯერ კიდევ არ გასულა იმდენი დრო, რომ ეს შემობრუნება საყოველთაოდ აღქმადი გამხდარიყო. მე ვფიქრობ, რომ 1 წელიწადში დიდი განხეთქილება მოხდება კოალიციაში. მათ გამოეყოფა პროდასავლური ნაწილი, რომელიც სხვა ყველა დანარჩენთან ერთად მკვეთრად გააკრიტიკებს არა მარტო საგარეო არამედ საშინაო პოლიტიკასაც. მათი ეს კრიტიკა უფრო მიიზიდავს ხალხს, ვიდრე ნაცების (თუმცა იგივე იქნება) და კობახიძე-ბესელია-ჯავლიანები დარჩებიან უმცირესობაში. ივანიშვილი ცხადია ამას შეეწინააღმდეგება, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, დიდი ალბათობით ეს ძალები ან თავად ან ნაცებთან კოალიციით შექმნიან მთავრობას და უმცირესობაში დაგაიყვანენ ამ რეგრესულ-პრორუსულ ფრთას, ანუ "ოცნების" პარტიას.
--------------------
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.
|