საინტერესო არის არა ის, როგორ მოიქცევა და რას იზამს ივანიშვილი თავის გადაცემაში, რადგან ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს ის მოქმედებაში, არა მგონია რამე სხვა ვნახოთ.

ანუ, სინამდვილეში საინტერესო ის, თუ ვის დაპატიჟებს და ისინი რას ილაპარაკებენ.
აქ კი მხოლოდ და მხოლოდ სამი ვარიანტია:
ა) დაპატიჟებს დამოუკიდებელ ადამიანებს - ძალიან კარგია
ბ) დაპატიჟებს მხოლოდ მლიქვნელებს - არა უშავს, უცებ მივხვდებით ყველაფერს
გ) დპატიჟებს 80/20 პრინციპით მლიქვენელებს და დამოუკიდებლებს - ყველაზე ცუდია, უმეტესობა დიდხანს ვერ მიხვდება, რა შარში ვართ...
ლინკოლნს მიეწერება ეს სიტყვები:
ყოველთვის შეიძლება ზოგიერთი მოატყუო, ზოგჯერ შეიძლება ყველა მოატყუო, მაგრამ შეუძლებელია ყოველთვის ყველა მოატყუოო. ამ პრინციპის იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ თუ რამე ნეგატიური აქვს ჩაფიქრებული, დიდი დრო არ დაგვჭირდება გასაშიფრად.

პირადად მე სიამოვნებით მივიდოდი მის გადაცემაში სტუმრად, ძალიან ბევრი რამ მაქვს დაგროვილი კონკრეტული სათქმელი, 2,5 წლის წინ პირისპირაც ვუთხარი რამდენიც მოვასწარი ნახევარი საათის განმავლობაში, მაგრამ ახლა 10-20-ჯერ მეტი მაქვს სათქმელი. აი, ჩემი სათქმელის მოკლე ჩამონათვალი:
1) რომ მიეხედოს და როგორ მიეხედოს დასაქმებას
2) რომ მიეხედოს და როგორ მიეხედოს ბიუროკრატიის პრობლემას და მისგან გამომდინარე ათეულობით პრობლემას სახელმწიფოს მართვაში
3) რომ მიეხედოს და როგორ მიეხედოს ზოგადად ეკონომიკას, განათლებას და ა.შ.
4) რომ ნეპოტიზმს მერიტოკრატია სჯობია და რატომ
5) რომ სახელმწიფო ცუდი მენეჯერია და ბიზნესი უკეთესი მენეჯერია, აქედან გამომდინარე სასურველი გადაწყვეტილებებით
6) რომ ჩვენთან მსხვილი ბიზნესიც კი ვერ აზროვნებს, მით უმეტეს, ვერ მოქმედებს სტრატეგიულად და მოქნილად, ამიტომ ეს როლი სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე
7) რომ სახელმწიფოს სწრაფი და შეუქცევადი განვითარება დღეს (ადრეც ასე იყო) მხოლოდ და მხოლოდ მულტისექტორული კოლაბორაციული ველის შექმნით შეიძლება
8) რომ პოლიტიკურ ფოკუსში უნდა იყოს ინოვაციური განვითარება, ყველგან და ყველაფერში, ვიმეორებ - ყველგან და ყველაფერში!
9) რომ 15 თვის განმავლობაში არ უნდა იდოს თაროზე 200 გვერდიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის ამოქმედებას ქვეყნის წინაშე მდგარ ყველა გამოწვევაში შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება (ასეთი დოკუმენტები ალბათ სხვაც არსებობს, მაგრამ ეს სტრატეგია ელექტრონული საქართველო 2018 ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით)
10) რომ საქართველოში ათეულობით ისეთი პროცესია დასაწყები, რომელთა დაწყების გარეშე შეუძლებელია ასეულობით ლოკალიზებული კლანის დაშლა და მათი ჩართვა სახელმწიფოს საკეთილდღეოდ
11) რომ ამ ქვეყანაშიც არიან კომპეტენტური პროფესიონალები და საჭიროა მათი 10-15 წლიანი და ფართო გამოცდილების აქტიური ჩართვა პოლიტიკაშიც, საზოგადოებრივ საქმეებშიც, ეკონომიკაშიც, საკანონმდებლო საქმიანობაში და ყველაფერში, სადაც კი შესაძლებელია...
12) რომ სასწრაფოდ არის დასაწყები უცხოეთში მყოფი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი პროფესიონალების მოზიდვა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ყველა პრობლემის გადასაწყვეტად...
და ა.შ.
პ.ს. მინდა აუცილებლად ესეც ვთქვა - ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ის კვირაში ერთხელ ტელეგადაცემას წაიყვანს, თუ ამას ისე გააკეთებს, როგორც საჭიროა ქვეყნისთვის და არა მხოლოდ მისი პირადი ინტერესებისთვის.
This post has been edited by Denmark on 6 Oct 2014, 21:38