ლადო გოგოლაძე
ევროპამ ჩვენზე დაიწყო ფიქრი.
მოგენატრებათ მწვადებზე ცვარი.
ბედნიერია ვინც გოჭად გაჩნდა,
ჩვენს ბედს შენატრის ძროხა და ცხვარი.
ახალი წელი უჩვენოდ ნიშნავს,
სადმე მინისტრი ნახო უჯიპოდ.
მალე გვექნება ალბათ პასპორტიც
და პირადობაც, ოღონდ უჩიპო.
არავის გირჩევთ ცუდად შეგვხედოთ,
ასოცირება გვიცავს კბილებით,
თუ შევამჩნიეთ დანის ალესვა
ყველას გიჩივლებთ ღორისშვილები.
ჩვენზე იფიქრეთ და სიზმრად მოვალთ,
არ შეგვაშინებს გავლა მდელოსი,
ევროპას ამაგს არ დავუკარგავთ
ჩვენ ჭყვიტინები საქართველოსი.
გამარჯობა, მე გოჭი ვარ. 3 თვის ვარ, მაგრამ ისე გამოვიყურები, როგორც ერთი წლის......
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/113163-go...el-khalkhs.html