გეთანხმები ყველაფერში. ახალი ორგანიზაცია ვართ და ვიხვეწებით ჯერ.
ინტელექტუალური რესურსებიც დიდი გვაქვს და მალე გამოჩნდება. უბრალოდ ნაცზონელებისგან დიდი აგრესია და შემოტევა წამოვიდა ჩვენზე როგორც გაიგეს რო ორგანიზაციას ვქმნიდთ და მაგიტომაც მოხდა ის რაც მოხდა მაგათ ოფისში. სულ მალე უფრო ძლიერად და ორგანიზებულად ავმუშავდებით და ძალიან მალე დავდებთ შედეგებს!
ტრისანას თემაც რაც შეეხება!
https://www.youtube.com/watch?v=ta7BeEwGU3Eერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ და გაიგეთ. არ გვაქვს რუსეთთან არანაირი კავშირი და არც ვფინანსდებით რუსეათიდან!!!!!
რამე სხვა მოიფიქრეთ ან გაჩუმდით!
* * *
რ ე ზ ო ლ უ ც ი ა!
საზოგადოებრივი მოძრაობა "თავისუფალი თაობა" რომელიც შექმნილია თავისუფალი ახალგაზრდებისგან აცხადებს:
ჩვენი ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ჩვენი ლოკალური ამოცანა, გაგვენეიტრალებინა ექსტრემისტული დაჯგუფებები,რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სატელიტებს წამოადგენდნენ, მათი სრული პოლიტიკური კრახით დასრულდა. ექსტრემისტების მიერ დაანონსებული ე.წ ცხელი შემოდგომის გეგმა ჩაიშალა, ჩაიშალა საზოგადოების, ახალგაზრდების იმ პროტესტის ფონზე, რომელსაც ორგანიზება გაუწია ჩვენმა ორგანიზაციამ , თუმცა ეს გახლავთ ლოკალური წარმატება და ეს წარმატება არ გახლავთ ჩვენი ძირითადი მიზანი.
ჩვენი ძირითადი მიზანია ქართული პოლიტიკა გაიწმინდოს იმ დამნაშავე ძალებისგან, რომელთაც წლების განმავლობაში სერიოზული ზიანი მიაყენეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, დანერგეს ტერორისა და განუკითხაობის პოლიტიკა. ამიტომ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მშვიდობიანი ,რადიკალური, ეფექტური და შედეგის მომტანი პროტესტი ყველა იმ ძალის წინააღმდეგ რომელიც შეეცდება ქვეყანაში ქაოსის, არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანას. პარალერულად ჩვენი ძალებით შევეცდებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების აქტიურ ჩაბმას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში,
რადგან სწორედ ახალგაზრდობამ უნდა ითავოს ბევრი ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია.
ქართული პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიწმინდოს დამნაშავეებისგან, კრიმინალებისგან, რევანშს მოწყურებული ავანტურისტებისგან, ამის გარეშე ქვეყნის წინსვლა გამორიცხულია. ჩვენ თავისუფალი თაობის პირველი კონფერენციის დელეგატები ვაცხადებთ, რომ ჩვენი აქტიურობით მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ქვეყნის პოლიტიკური გაჯანსაღების პროცესს და ამისთვის გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
This post has been edited by giorgius1 on 9 Oct 2014, 21:07