საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ავარეთ-კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დადებითი მოვლენაა. მისივე თქმით, მთავარია, ამ გზაზე ტანკებმა არ გაიარონ.
"ნებისმიერი გზა, ნებისმიერი მიმოსვლა, ურთიერთობა საფრთხის შემცვლელი არ არის თავისთავად, თუ ამ გზაზე ტანკი არ გაივლის. მოლაპარაკებები, ურთიერთობები სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ავარიდოთ საქართველოს საფრთხეები, რომლებიც გარედან შეიძლება მოდიოდეს", - აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.
ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა.
----------
ეს ეხლა ნორმალურია?

იმის მაგივრად რომ გაამაგრონ იქ სასაზღვრო პოსტი, დგენან და ასეთ სისულელეებს იძახიან.. ერთადერთი რასაც აკეთებენ ეს არის ვერტმფრენის დასაფრენი ზოლი. 100 კაცი, შესაძლოა ცოტა მეტიც იდგეს იქ, უახლოესი სამხედრო ნაწილი 35(ლაგოდეხი) და 45(თელავი)კილომეტრებში დგას, მაშინ როცა რუსს შეუძლია საზღვრის გადმოკვეთიდან ზუსტად 1 საათში მიადგეს ჩვენს სასაზღვრო ბაზას ხოლო 2 საათში აღმოჩნდნენ ყვარელში.. საბჭოთა ნივა გადადიოდა აქედან დაღესტანში კომუნისტების დროს, ჯერ კიდე გაუკეთებელ გზაზე და გაკეთებულზე ტანკი ვერ გადმოვა?? თუ რუსებს ჭკვა დაუშლით?? ფართომასშტაბიან ომის დროს კახეთი ღრმა ზურგია და ამ ზურგში გზა მოჰყავს რუსეთს და ამ დროს ვოლსკი რა განცხადებებს აკეთებს..
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი