გათვლები მე უნდა გავაკეთო და სტრატეგია მე შევიმუშავო?

მე აქ დავსვი კითხვა - რა გვინდა-მეთქი და ეს კითხვა ეხებოდა მომავალს და არა დღეის მდგომარეობას.
მომავალს იმიტომ, რომ მოვალში რაც გინდა, იმისთვის უნდა აკეთო დღეს.
მომავალი მდგომარეობა მომავალში თავისით და უცაბედად არ ჩამოვარდება ციდან.
3 ვარიანტზე მეტი მე ვერ აღმოვაჩინე და ვკითხულობ, აქედან რომელი გვინდა-თქო. ეს ვარიანტებია:
1. იყო გარემოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი (სხვა ფრაზას ვერ ვპოულობ ამის გამოსახატად), ანუ იყო ამ გარემოსთვის ორგანულად უცხო, თუმც აბორიგენი, ვიღაცის "კაცი", მეტ-ნაკლებად ძლიერი ამ გარემოში და მთლიანად დაიკიდო ეს გარემო (ანუ წარმოაჩინო შენი თავი ვარდად ეკლებში).
ყველა გარშემომყოფი შემოგიღრენს - ზოგი ღიად, ზოგი "მოგუდულად", მაგრამ ღრენით ბევრ ვერაფერს გააკეთებენ დღეს, გარდა პრწკენებისა. თუმცა, ამთავითვე უნდა იცოდე, რომ უშუალოდ შენზე ამ გარემოში აღარაფერია დამოკიდებული და არც მომავალში იქნება და ვისი კაციც ხარ, იმის გავლენის ოდნავი შესუსტების შემთხვევაში ან ნებისმიერი ასე თუ ისე მკვეთრი ცვლილების შედეგად, დარჩემი აბსოლუტურ სიმარტოვეში და ეს ეკლები დაგგლეჯენ და თუ გადარჩი, ვარდი იქცევი ასკილად.
2. იყო ამ გარემოს რიგითი წევრი, არანაირი მეწინავეური პრეტენზიით, არამედ სხვისი გავლენის გავრცობის ობიექტი. ამასთან, როგორც რეგიონისგარეთა ლიდერის გავლენის, ისე რეგიონალური მასშტაბის ლიდერის გავლენის გავრცობის ობიექტი (რადგან ამ ვარიანტში, თავისთავად, რეგიონში სხვა იქნება ლიდერი).
ამ ვარინატის გათვალისწინებით (ანუ ლიდერობაზე უარს ამბობ) და დღევანდელ "რასკლადს" თუ დავეყრდნობით, არის ორი შესაძლებლობა, რომელიც უხეში მონახაზით ასე შეიძლება გაიშიფროს: 1) იმძლავრა აშშ-ს გავლენამ - რეგიონალური ლიდერი ხდება აზებაიჯანი, თურქული გავლენის სინთეზით როგორც მასზე, ისე ჩრდილოეთკავკასიაზე და მთელი აჯაფსანდალით; 2) იმძლავრა რუსულმა გავლენამ - რეგიონალური ლიდერი დიდი ალბათობით, ხდება სომხეთი, თუმცა, რუსული გავლენის გაძლიერების შემთხვევაში, არის რაღაც ალბათობა იმისა, რომ აზერბაიჯანმა თავისი თავი შესთავაზოს რუსეთს რეგიონში "პალაჟენიის" დამყენებლის როლში.
3. იყო კვლავაც ვიღაცის კაცი (ოკეანისგაღმელის), რათა დრო მოიგო იმისთვის, რომ საკუთარი გარემოც შექმნა და სანამ შექმნილი არ გაქვს, არ დაგგლიჯონ. ანუ ხელს უწყობდე ვიღაცის ინტერესების გატარებას, მაგრამ ამავდროულად ქმნიდე ადგილობრივი მასშტაბის საკუთარი გავლენის გარემოს (გავლენაში არ იგულისხმება ვიღაცის მბრძანებლად ყოფნა, არამედ ბუნებრივი მიზიდულობის ცენტრად ყოფნა). რად გინდა ეს? ვინ მოაზრება ამ გარემოში და და რატომ მაინცდამაიც ისინი, ამაზე ბევრი ვწერე ამ თემაში.
ეს არის მოკლედ და ძირითად შტრიხებში ჩამოყალიბებული, რომელიც შეიძლება გაიშალოს, რადგან უამრავი ვარიაცია შეიძლება ჰქონდეს და ახლა, დისერტაციას ვერ დავწერ აქ.
ჰოდა, რომელი გვინდა-მეთქი ამ სამიდან? მე მირჩევნია მესამე ვარიანტი. შენ და თქვენ შეიძლება გერჩივნოთ პირველი ან მეორე.
უბრალოდ ვარკვევ, რომ ვიცოდე, დღეს როგორ წარმოუდგენია და როგორ ხედავს ჩემი ერი თავისსავე მომავლს, გრძელვადიან პერსპექტივაში.
თუ რამე მეოთხე მდგომარეობა არსებობს, დაწერე. მე, როგორც ვთქვი, ზემოჩანმოთვილისგან განსხვავებულ მდგომარეობას ვერ ვიაზრებ.
ახლა, სანამ რამეს მომწერ, ჯერ კარგად წაიკითხე და გაიაზრე რაც დავწერე და მერე მიპასუხე, პასუხს თუ დააპირებ.
იმიტომ, რომ, არ მიწყინო, მაგრამ შენ გახასიათებს რეპლიკების სროლა. ანუ სხვამ უნდა აანალიზოს, გადმოგცეს და შენ რეპლიკები ისროლო, მერე ამ რეპლიკებზე კიდევ გიწეროს "ზეწრები" და კვლავ რეპლიკები ისროლო.
ჰოდა, ეს რატომ ვთქვი? იმოტომ, რომ რეპლიკების დონის "კომენტარებს" არ ვუპასუხებ.
This post has been edited by Shurige on 15 Oct 2014, 14:32