სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ მიწას ისტორიულად მაინც სერბების კუთვნილებად ვთვლი, ისტორიული თვალსაზრისით, ესეც საკამათოა.
ანტიკურ დროში, ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის დროიდან, ეს მიწები ილირიელებით იყო დასახლებული.
რომაელები დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდნენ მათ და ეს ბრძოლა ე.წ. "ილირიული ომების" სახელით არის ისტორიაში ცნობილი.
თანამედროვე მეცნიერება აღიარებულ ფაქტად თვლის, რომ დღევანდელი ალბანელები ისტორიული ილირიელები არიან.
სერბები და სხვა სლავები ამ მიწებზე მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვის VI ს-ის შემდეგ დასახლდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის განდევნა დაიწყეს.
ალბანელებმა ამ მიწებზე აქტიურად დაბრუნება მეოცე საუკუნეში მოახერხეს, როცა ტიტოს იმედი ჰქონდა, რომ ალბანეთს მიიერთებდა და მათ იმიგრაციას ხელს უწყობდა.
ასე რომ, ისტორიული სამართლიანობის ქოთანს ორი ყური აქვს.
GEORGIA007შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ
This post has been edited by მერკუციო on 15 Oct 2014, 09:50
რაც შეეხება "მაცივრის დაცარიელების" საკითხს... ეს არის სრულიად გამოგონილი, ტვინის სარეცხი ორის მიერ გამოგონილი მოდელირებული მოვლენა და არავითარი კავშირი არ აქვს მართლა მაცივართან. (c) შავლეგა