1. უცხო ადამიანი ბომბით კი არა საერთოდ რომ ვერ შევა უშიშროების შენობაში სპეციალური ნებართვის და შემოწმების გარეშე, ეს ცხადია.
2. ერთი კედელი მთლიანად გადმოანგრიაო და ამხელა ძალის აფეთქება ხელყუმბარის საშუალებით ვერ მოხერხდებოდა, ხშირად ტანკსაც არაქვს ასეთი დამანგრეველი მოქმედება...თუ ეს იყო ტერაქტი, უნდა ყოფილიყო დიდი რაოდენობით ტროტილი.
3. თუ ტერაქტს გამოვრიცხავთ გაზის აფეთქებასაც შეუძლია ასეთი შედეგების გამოწვევა, თუმცა ცხადია ტერაქტია, შემთხვევითობას შეიძლება დარაჯი ან მუშა მოეკლა და არა დეპარტამენტის უფროსი საკუთარ კაბინეტში.
4. ხელისუფლების კვალის დანახვა ამაში (რომ ვთქვათ 15 ნოემბრის ეშინია, რამის გადაფარვა უნდა და ა.შ) დიდი სისულელეა: მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, უგულავა ციხეში ყავთ, სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, კოდუა და დათა ახალაია, თავისი სოსო თოფურიძიანად გაქცეულები არიან და ქვეყანაში ძალით თუ ჩამოიყვანს ვინმე, ისე ვერც და არც შემოსუნავენ, ნაცებს რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ რომ მცირედი თეორიული საფრთხე მაინც არსებობდეს ხალხი მხარს დაუჭერს და დიდი საპროტესტო მოძრაობა აგორდება, რომელიც ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნისო. მოკლედ დასაჭერები დაჭერილები არიან, სადევნები დევნილები, ხალხი უმალ ამოწყდება, ვიდრე ნაცებს დაუდგება გვერდში ნებისმიერ საქმეში ანუ მოტივი ხელისუფლების მხრიდან ამის მოსაწყობად ნოლია.
5. მოტივი ლოგიკურად შეიძლება ქონდეს 3 მხარეს:
- ნაცებს, ტემპერატურის ასაწევად. მგონი კარგად გვახსოვს რა თემატიკაზეც აქვთ დაანონსებული 15-ში მიტინგი, ყველაზე უკეთ მათ იციან რო მორიგი 200 კაციანი სირცხვილი ელით, სანამ მიშა ყავდათ აქ და სანამ პრეზიდენტი ერქვა მაშინ ძლივს შეყარეს 3000 კაცი ოჯახის და პარტიის წევრებიანად და ახლა მითუმეტეს, ჰოდა კაი მასაალაა რა - აი, ნახე რა უუნარო ხელისუფლება გვყავს, რეებს აკეთებენ და სადამდე უყრუებენ, რუსები უკვე რეებს გვიბედავენო (მაგათ დროს რუსი მაგდენს გაბედავდა?!), გადმოყრიან დუჟებს. თბილისში ვერაფერი შედეგი, მაგ ფოკუსს არავინ ჭამს,მაგრამ ალბათ იმედი აქვთ, რომ რამოდენიმე ასეულ ზუგდიდელს ამოიყენებენ აქციაზე გვერდში, მითუმეტეს სულ რაღაც 1 კვირის წინ მიესაჯათ ახალაიას და მის ზუგდიდელ ზონდერებს საბოლოო სასჯელად 7-9-10-12 წლიანი სროკები. თან ყვლამ იცის, რომ ზუგდიდში ყველაზე მეტი ზონდერი ყავდათ ნაცებს, რომლებიც მუქთა პურს სჭამდნენ - ფული, მანქანები, რესტორნები, იარაღები, ქალები - აბსოლუტურად არაფერში,მხოლოდ იმაში, ვინც მიშას ან ახალაიებს დაუპირისპირდებოდა უნდა გაეძუყნათ. დარჩნენ უკაპიკოდ და დაბოღმილები. ამას ყველაფერს ისიც დავუმატოთ, რომ მიუხედავად ნაცების არაერთგზის მცდელობისა, რომ ამჟამინდელი საქართველო როგორმე ისე არასტაბილურად გაასაღონ, რომ ვითომდა დაიქცა, კრიმინალი და კორუფცია პარპაშებს, ბიზნესი იხრჩობა და ხელისუფლება უუნაროა, ამით როგორმე შეაშინონ დასავლეთი და სამომავლო დივიდენდები მიიღონ, რეიტინგი რეიტინგზე დაიდო, რომ თურმე მსოფლიოში მერვე ადგილზედაც ვყოფილვართ უსაფრთხო ქვეყნებში, ეკონომიკური გარემოც სტაბილურზე სტაბილურია, სასამართლო და მედიაც გათავისუფლებულა და ეგაა, გაამუქებენ სურათს რა. აი, ხომ ვამბობდითო...
- აფხაზებს/რუსებს, რაღაც კონკრეტული მოქმედების და ზიანის საპასუხოდ, რომელიც შესაძლოა მათ მიაყენეს და ჩვენ არ ვიცით.
- ვიღაცას, პირადი ანგარიშსწორების მიზნით.
ამ სამიდან "ვიღაცაც" და აფხაზ-რუსებიც უფრო სავარაუდოა, რომ სადმე სხვა ადგილას ჩაუსაფრდებოდნენ იმას, ვისთვისაც სამაგიეროს გადახდა სურდათ, ასე გაცილებით ნაკლები რისკი იქნებოდა ოპერაციის ჩავარდნისა. რუსებს და მითუმეტეს აფხაზებს რომ ამით საქართველოში რამე არეულობის გამოწვევა სურდეთ ეს ვერსიაც გამორიცხულია (ამო კონკრეტული ტერაქტით, თორემ სურვილი ყოველთვის რომ აქვთ თქვენზე უკეთ ვიცი და გავიაროთ...), რა, ხალხი გამოვა ქუჩაში და სროლას დაუწყებს ერთმანეთს, მეპურე პურს აღარ გაყიდის თუ რა უნდა მოყვეს ამას? აი ნაცები...რამდენიც არ უნდა ურცხვად იტყუონ პოლიტიკური ნიშნით გაყარეს ათასობით კაციო, სამწუხაროდ ეს არაა სიმართლე, გაუშვეს მხოლოდ ხელმძღვანელი პირები და ეს ბუნებრივიცაა, საშუალო და ქვედა რგოლებში (განსაკუთრებით საშუალოში) კი პრაქტიკულად მინიმუმ 95% ყველგან ისევ ის ხალხი მუშაობს, ნებისმიერ სამინისტროში, ვინც ნაცების დროს იყო. მათ ყველგან და ძალიან თავისუფლად მიუწვდებათ ხელი, შეუძლებელია ტიპებს, რომლებიც 2003-ში მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოპონენტებისგან განსხვავებით მართლა ათასობით და ათიათასობით გაყარეს ხალხი, ყველა სამსახური 99%-ით "გაწმინდეს" და იქ საკუთარი კადრები მიიყვანეს, მითუმეტეს შსს-ში, სადაც მაღალჩინოსანი რეკომენდატორის გარეშე 1 კაცსაც არ აიყვანენ არასოდეს, 2013-მდე ერთპიროვნულად მართეს ყველაფერი და ახლა მათ პირადი კავშირები არ ქონდეთ იმ კადრებთან.

სხვა ლოგიკა ბუნებაში არ არსებობს და სხვა ყველა ვერსია მხოლოდ სურვილი შეიძლება იყოს ვინმესი.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey