შენ 1 ოქტომბრის შესახებ გსმენია რამე? ამას მგონი ისევ ახალაია ჰგონია თავდაცვის მინისტრი
პ.ს. ეგ მეოთხე ბრიგადა იყო ზუსტად დედას რო აგინებდა ახალაიას და ნაცებს, ამის გამო შემდგომ პადვლებში და ჯურღმულებში ჩაყავდათ სამხედროები და სასტიკად უსწორდებოდნენ.
შეირაღაღებული ძალების 85% ეზიზღებოდა წინა ხელისუფლება და ზუსტად მაგისთვის გააძლიერა ბაჩომ სამხედრო პოლიცია და მათ ყველაფრის უფლება მისცა. ჯარი ჯარს აღარ გავდა და ციხეს დაემსგავსა ზუსტად მაგ პერიოდში.
მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვან, რაც ჩემი მეგობრისგან ვიცი, რომელიც 4 ბრიგადაში მსახურობდა კონტრაქტით.
2011 წელს კონტრაქტი უმთავრდებოდა 4 ბრიგადაში დისლოცირებული სამხედროების 90% თითქმის და დილის მოწყობაზე გამოვიდა ბრიგადის მეთაური შამათავა და ბლატაობა მოინდომა ბიჭმა: ხმები მომივიდა რომ ამ ბრიგადაში ვიღაც ვიღაცეები კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებენო და აბა რომლები ხართ ესეთები გამოდით მწყობრიდანო (ეგონა ვერ გაბედავდნენ). მაგის თქმა იყო და მწყობრის 80% -მა გადმოდგა ნაბიჯი წინ. რაღა უნდა ეთქვა, იმდენად დაიბნა რო ხმაც ვერ ამოიღო და გაიპარა უხმოდ.
მართლა დაახლოებით 80% აღარ გააგრძელა კონტრაქტი და ბრიგადა რამის დაიშალა, შემდეგ საწრაფოდ ახლები მიიღეს, სპეცები გადმოიყვანეს და როგორღაც შეავსეს.