29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე დადეს ინფორმაცია ახალი სასწრაფო მანქანების ჩამოყვანის შესახებ:
ხოდა დავუწერე კომენტარი:
"ყვარელს??? ტროცკის დროინდელი უაზებით რომ დადიან.. სანამ სოფელში ჩამოხრიგინდნენ და უკან დაბრუნდნენ კინაღამ დაიცალა ჩემი ძმა სისხლისგან.."
და საპასუხოთ ახალი სტატუსი-რეკლამა გამოაცხვეს:
http://e.gov.ge/compare/i.htmlაქ ორი სურათია სადაც აღნიშნულია როგორი იყო 2011 წელს ყვარლის სასწრაფო დახმარების მანქანა, და როგორია 2014 წელს, თან როგორ ხაზს უსვავენ თარიღს, ანუ ნაცებს ეჯიბრებიან ტიპები

აქვე მეორე სურათში დაფიქსირებულია როგორ გამოიყურება ეს მანქანა შიგნიდან, წინა სურათზე მანქანა ყვარლისაა, ხოლო მეორე სურათზე, სადაც შიგნითა ხედია გადაღებული, აშკარად არაა ყვარლის, იმიტომ რომ შეძლებისდაგვარად(როგორც ამ მანქანაში შეიძლება)გაკეთებულია ყველაფერი და სისუფთავეც დაცული, ანუ ცდილობენ ისევ ნაცების გაშავებას, მათთან შეჯიბრს.
რაკი ამ ფოტოებზე მითითებული წლები, ანუ როგორი იყო 2011 წელს და როგორია დღეს, ესე იგი ამით გვიმტკიცებენ რომ ეხლა, ანუ 2014 წელს ყვარელში უკვე ახალი სასწრაფოებია, დავრეკე ჩემს მეგობართან, საავადმყოფოს დაცვის უფროსთან, რომელსაც ყოველგვარი ახსნა=განმარტების გარეშე დავუსვი ერთი კითხვა, "ახალი სასწრაფოები ხო არ მიგიღიათ"? პასუხი იყო მოკლე : "არა"
არა არ ვამტკიცებ რომ არ მიიღებენ, მარა ამ სურათის დადება ცოტა ნაჩქარევი იყო, ჯერ ჩაიყვანე, გადაეცი საავადმყოფოს და მერე დაარეკლამე როგორი იყო 2011 წელს და როგორია ეხლა.
პ.ს. ვერ ამოვიდნენ ესენი ამ "გაკეთდება", "აშენდება", "გადაეცემადან".
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი