#42717529 · 1 Nov 2014, 02:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაზოხიზმის რა გითხრა, მარა ფულის შოვნის მცდელობას აქვს სუნი. რაც უფრო ბევრს იყვირებენ და სკანდალებს მოაწყობენ, მით უფრო დაუფასებთ მოქმედებას პატრონი.
კარგად აქვთ გათამაშებული, ზონა ადვილად დააკავშირეს ნაცმებთან, თვითონ ქოცებთან კავშირი არ უმხილდებათ ჯერ, ეხლა დაიწყებენ ტალახის და ფეკალური მასების სროლას ნაცმების მიმართულებით. ზონა იგივეთი ვერ უპასუხებს რადგან ეგ ნაცმოს მიეწერება, პასუხს ვერ გაცემ იმიტომ რომ მაგათ დონეზე პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა დავიდეს, ხო და ეს თეატრი უპასუხოდ შერჩებათ. ეს პროპაგანდის უბინძურესი ტაქტიკაა და კომუნისტების და ფაშისტების გარდა იშვიათად გამოიყენება რადგან საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს და სახელმწიფოს მართვას უშლის ხელს. კომუნისტებს და ფაშისტებს ეს მომენტი არ ადარდებდათ და ამიტომ მიდიოდნენ ამ გვარ მეთოდებზე.
ჩემის მოკლე ჭკუთ ჩრდილოელი მეზობლის ინტერესების სუნი ასდის, მცდელობაა ესენი გახდნენ "რადიკალები" რომ ქოცების პოზიციები "ბალანსირებულ" პოლიტიკად მოეჩვენოს ხალხს.
|