#42771935 · 6 Nov 2014, 01:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ივანიშვილი საბჭოს სხდომაზე არ უნდა მისულიყო, რადგან იგი თავისი სურვილით ჩამოშორდა პოლიტიკას, შესაბამისად, არც კანონით, არც მორალურად უფლება არ აქვს დაესწროს შეკრებას, მით უმეტეს ჭკუა არიგოს მოქმედ ნებისმიერ პოლიტიკოსს. მისი საქციელი მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტის საქციელია. თუ პოლიტიკოსობა სურს, დაბრუნდეს და მაშინ სხვა სტატუსით შეეძლება საუბარი. ალასანია კორუმპირებულია თუ არა, ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ ეს იცოდა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, პირველივე საეჭვო ფაქტზე უნდა დაებარებინა და მინიმუმ, გაეფრთხილებინა და "მიეჭირხნა". ჩასაფრებული ქმედება არ არის თანაგუნდელის მიმართ სწორი საქციელი, ანუ ივანიშვილი აქაც მტყუანია. კორუფციაზე როცა საუბრობს, ჯერ საკუთარი მილიარდების წარმოშობაზე ისაუბროს, რომელიც სრულად კრიმინალური გზით არის ნაშოვნი. ხოლო თუ ალასანიას დებს ბრალს, ფინანსთა, ეკონომიკის და შს მინისტრების, თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომისიის თავჯდომარის და სხვა პირების დანაშაულზეც ისაუბრონ, რადგან მათი პირდაპირი მოვალეობაა ყველა მსგავსი შესყიდვის კონტროლი. კორუფციაზე საუბრისას უპრიანი იქნებოდა საკუთარი ახლობლები, აგრეთვე პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები და ნათესავები გაეხსენებია. თუ არ იცის, გაიკითხოს მაინც, რომელი ბიზნესების წილებში ჩაჯდნენ, რომელ სამშენებლო ფირმებს "კრისავენ", ვის ამარჯვებინებენ ტენდერებში, თავდაცვის სამინისტროში რატომ უნდათ თავისი კაცის დანიშვნ, იარაღის ყიდვაზე ვის გაურიგდნენ და ალასანია რატომ შეეწინააღმდეგა...(კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება) და ბოლოს, ის რომ ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მოშორებაში დიდი როლი (მაგრამ მაინც სხვების დახმარებით)ითამაშა, არ ნიშნავს რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ემადლიერონ. მან პირველ რიგში საკუთარი სურვილი და ამბიცია დაიკმაყოფილა, რაც უბრალოდ, დაემთხვა ბევრის სურვილს, ანუ ხელმა ხელი დაბანა, მგრამ კი ნუ ამადლის ხალხს. იქნებ ბრძნული იგავ-არაკი გაიხსენოთ, სულხან-საბა ორბელიანის "ორმოში ჩაგდებული მეფე". ორმოდან ამომყვანმა ისე შეაწუხა მეფე თავისი მუდმივი შეხსენებით, ხომ ამოგიყვანეო, რომ მეფე უკან ჩახტა ორმოშ, აქ მირჩევნიაო. ჰოდა, ისე არ ქნათ, ისედაც დატანჯულ ხალხს "ნაციონალები" მოანატროთ. მოკლედ "თავ კონტროლი გაუწიეთ"!
პ.ს. ჩემი პოსტი არაა, დაკოპირებულია.
This post has been edited by Lockhead on 6 Nov 2014, 01:54
|