საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ამ მოკლე პერიოდში:
ფაქტი 1. უცებ არსაიდან ალასანიას მომხრეებს აკავებენ 1,5 წლის წინანდელი ტენდერის გამო და ედავებიან გაფლანგვას(!) (და არა უფრო სერიოზულ რამეს, რაც დაამძიმებდა დარტყმას და ალასანიას მდგომარეობას)
ფაქტი 2. ალასანია მიდის და ხვდება ღარიბაშვილს და კაცმა არ იცის რა მოითათბირეს
ფაქტი 3. მეორე დღეს ჩნდება კიდევ ერთი ქეისის, სამსახურეობრივი გულგრილობის (!) (ანუ როგორც წინა შემთხვევაში ნაკლებად გასასვრელი ფორმულირება ბრალდების) შესახებ ინფორმაცია.
ფაქტი 4. ალასანია გამოდის და საკმაოდ არაადექვატურ, მაგრამ ძალიან მწვავე განცხადებას აკეთებს რითაც ერთის მხრივ არ უტოვებს ღარიბაშვილს სხვა გზას გარდა გადაყენებისა, და მეორეს მხრივ იერიში მიაქვს პროკურატურაზე და "მითიურ" რაღაც ჯგუფზე და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას უწოდებს ოღონდ პროკურატურის მხრიდან (ანუ არც ის სვრის ბოლომდე ღარიბაშვილს).
ფაქტი 4. ალასანია და მისი გუნდის წევრებს ოვაციების ტაშისა და ცრემლების ფონზე აცილებენ სამინისტროებიდან, დაჟე, რუსთავი 2-ს გადააცემინეს ლაივში თუ როგორ ტოვებს ალასანია სამინისტროს (ჩვეულებირივი PR კამპანიისას დაგეგმილ აქტივობას გავდა საოცრად).
ფაქტი 5. FD-ები (Free Democrats) აცხადებენ რომ არ დატოვებენ პოსტებს პარლამენტში.
სავარაუდოდ საკმაოდ კარგად გათამაშებული სცენები იყო და აქ რომ ენმ-ის გულშემატკივრები ხითხითებენ არიქა ოცნებას დაერხაო არც მთლად მასეა საქმე ბატონებო.
რა მოხდება მომავალში? სავარაუდოდ დაიწყებენ GD-ს მწვავე კრიტიკას "დემოკრატები" და უფრო და უფრო ხშირად აღმოჩნდებიან ტელევიზორებში დებატებში, უფრო ნაკლებად მიიწვევენ ენმ-ის წევრებს და არჩევნებამდე შესაძლოა მთლიანადაც ჩაანაცვლონ როგორც ყველაზე ეფექტურმა ოპოზიციამ

ერთის მხრივ იქნება ეს ხოლო მეორეს მხრივ ჩვეულებრივ ყველა კანონპროექტზე ულაპარაკოდ მოაწერენ ხელს და პრობლემას არ შეუქმნიან GD-ს საპარლამენტო მუშაობაში
ხალასას თვითონ კი ძალიან უნდოდა საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში პრეზიდენტობა, მაგრამ ამ მოდელშიც იდეალურად იგრძნობს თავს. მომავალ არჩევნებზე შევა როგორც მთავარი ოპოზიცია პარლამენტში და საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატებით გაიმარჯვებს როგორც ოპოზიციონერი პრეზიდენტი
ესეც თქვენი დემოკრატიით გაოცებული ევროპა