http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=21390დიზაინერ თათა ვარდანაშვილის ატელიეში ჩხუბი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკერავ ქალებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა სიტუაციის განსამუხტად თვითმხილველებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მომხდარის გამო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა თათა ვარდანაშვილიც.
განსხვავებულ ისტორიას გვიყვება თვითმხილველი. მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე მხარეს თავად თათა ვარდანაშვილი წარმოადგენდა. კონფლიქტი თანამშრომლის მხრიდან კუთვნილი ანაზღურების მოთხოვნის შემდეგ დაიწყო.
- ერთ-ერთმა თანამშრომელმა შრომის ანაზღაურება მოითხოვა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. საბოლოოდ კი ყველაფერი ხელჩართული ჩხუბით დამთავრდა. თათა ვარდანაშვილმა ეს „ურჩი“ თანამშრომელი სცემა, - განაცხადა თვითმხილველმა.
Sazogadoeba.ge თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია და კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე სახლში იმყოფება.
This post has been edited by nodo33 on 5 Nov 2014, 23:16